01:05:47

ფირნიშები
Share |

ამერიკელი გენერლის ვარაუდით თალიბები შეიარაღებას რუსეთისგან იღებდნენ

შეერთებული შტატების სამხედრო ძალების სარდალი ავღანეთში, გენერალი ჯონ უილიამ ნიკოლსონი ვარაუდობს, რომ თალიბები შეიარაღებას რუსეთისგან იღებდნენ. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურმა აღნიშნული მოსაზრება 24 აპრილს ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ჯეიმს მატისთან შეხვედრისას გამოთქვა.

ნიკოლსონის თქმით, იგი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ჩართულობა ავღანეთის ომში გულისხმობდეს ასევე თალიბანის იარაღით მომარაგებას. ამერიკელმა გენერალმა დეტალები არ დააკონკრეტა და სრულიად შესაძლებელი უწოდა პაკისტანში ბაზირებული ჰაყანის ექსტრემისტული ქსელის მონაწილეობას 21 აპრილს მაზარ-ი-შარიფში მდებარე ავღანეთის არმიის ბაზაზე მომხდარ შეტაკებაში, რასაც 140 ავღანელი სამხედრო პირის სიცოცხლე შეეწირა. ამ თავდასხმის შემდეგ ავღანეთის თავდაცვის მინისტრი და არმიის შტაბის უფროსი თანამდებობებიდან გადადგნენ.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მატისი 24 აპრილს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია ავღანეთს, თალიბებისა და სხვა ექსტრემისტების წინააღმდეგ ომში არსებული საჭიროებების დასადგენად. მატისი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კაბინეტის პირველი წევრია, რომელიც ავღანეთში ჩავიდა.



სხვა ამბები

ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, გლდანის რაიონის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარდათ. დაწვრილებით  

ომბუდსმენი: შესაძლოა, მივიღოთ მედიამრავალფეროვნების დაკარგვა, რაც უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება

„რუსთავი2“-ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს სახალხო დამცველი ეხმაურება. ომბუდსმენი ოფიციალურ განცხადებაში იმ კანონდარღვევებსა და გადაცდომებზე მიუთითებს, რომელსაც მისი შეფასებით, დავის განხილვის დროს გამოვლინდა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 21.08.17
05:00-06:00
Clear skyfrom northwest18°C1.3m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-northwest19°C1.1m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast28°C2.1m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east28°C2.6m/s
0mm
სამშაბათი 22.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east28°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 23.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east28°C2.9m/s
0mm
ხუთშაბათი 24.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom west26°C1.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 26 27 28 29 30