17:29:15

ფირნიშები
Share |

ამერიკელი გენერლის ვარაუდით თალიბები შეიარაღებას რუსეთისგან იღებდნენ

შეერთებული შტატების სამხედრო ძალების სარდალი ავღანეთში, გენერალი ჯონ უილიამ ნიკოლსონი ვარაუდობს, რომ თალიბები შეიარაღებას რუსეთისგან იღებდნენ. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურმა აღნიშნული მოსაზრება 24 აპრილს ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ჯეიმს მატისთან შეხვედრისას გამოთქვა.

ნიკოლსონის თქმით, იგი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ჩართულობა ავღანეთის ომში გულისხმობდეს ასევე თალიბანის იარაღით მომარაგებას. ამერიკელმა გენერალმა დეტალები არ დააკონკრეტა და სრულიად შესაძლებელი უწოდა პაკისტანში ბაზირებული ჰაყანის ექსტრემისტული ქსელის მონაწილეობას 21 აპრილს მაზარ-ი-შარიფში მდებარე ავღანეთის არმიის ბაზაზე მომხდარ შეტაკებაში, რასაც 140 ავღანელი სამხედრო პირის სიცოცხლე შეეწირა. ამ თავდასხმის შემდეგ ავღანეთის თავდაცვის მინისტრი და არმიის შტაბის უფროსი თანამდებობებიდან გადადგნენ.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მატისი 24 აპრილს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია ავღანეთს, თალიბებისა და სხვა ექსტრემისტების წინააღმდეგ ომში არსებული საჭიროებების დასადგენად. მატისი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კაბინეტის პირველი წევრია, რომელიც ავღანეთში ჩავიდა.



სხვა ამბები

მიკროავტობუსის დაჯახების შედეგად ქვეითად მოსიარულე მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტოავარიის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა. ქვეითად მოსიარულე მამაკაცს სამარშრუტო ხაზის, N6 მიკროავტობუსი დაეჯახა, რის შემდეგაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. დაწვრილებით  

თელავში ყაჩაღობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს

პოლიციამ თელავში ყაჩაღობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში 75 წლის ლია კაკაბაძის სახლში შეიჭრა და მარტოხელა ქალისთვის პენსიის წართმევა სცადა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 16.01.18
22:00-00:00
Partly cloudyfrom south-southwest-3°C0.6m/s
0mm
ოთხშაბათი 17.01.18 12:00-18:00
Partly cloudy-1°C0.5m/s
0mm
ხუთშაბათი 18.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast2°C1.1m/s
0mm
პარასკევი 19.01.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom west-southwest4°C2.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 26 27 28 29 30