09:15:03

ფირნიშები
Share |

შეიარაღებული ძალების მორიგმა ასეულმა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულება დაიწყო

საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ავღანეთში NATO-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ (RS – Resolate Support) მისიის შესრულება დაიწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის ბაზაზე გაიმართა.

მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა როტაციის წესით შეცვალა პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული, რომელიც საქართველოში უახლოეს დღეებში დაბრუნდება. მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულის სამხედროები ავღანეთში ექვს თვეს დარჩებიან და დაიცავენ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის და მისი ძალების უსაფრთხოებას.

„ბრავო“ ასეულს მიესალმა და ნდობა გამოუცხადა საშტაბო ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა სეთ გლედსტოუნმა.

„მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული სამშობლოში ამაყად ბრუნდება, რადგან დაკისრებული ამოცანები წარმატებით შეასრულა და გადააჭარბა იმ სტანდარტს, რომელიც ექვსი თვის წინ მათთვის დავაწესე. ქართველი სამხედროები ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებენ“, - განაცხადა პოლკოვნიკმა გლედსტოუნმა. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ „ბრავო“ ასეული წინამორბედთა სტანდარტებს გააუმჯობესებს და თავის სამშობლოს მისცემს სიამაყის კიდევ ერთ საფუძველს.



სხვა ამბები

საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით იღუპება

საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით იღუპება, - ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. გიორგი ბახტურიძის თქმით, თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით დაღუპულთა რიცხვი წელიწადში დაახლოებით 11 000 ადამიანს შეადგენს. აქედან დაახლოებით 3 000 პირი თამბაქოს მეორადი კვამლის შედეგად იღუპება. დაწვრილებით  

ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების შესახებ ვეტერანებისთვის პრეზენტაცია გაიმართება

1-ელ მარტს, 11.00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით უწყების ბენეფიციართათვის გაიმართება საქართველოში მოქმედი ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების პრეზენტაცია.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 20.11.17
13:00-18:00
Clear skyNNW14°C0.4m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom northwest9°C1.5m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east14°C1.6m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 12:00-18:00
Rainfrom northwest6°C3.1m/s
1.5mm
ხუთშაბათი 23.11.17 10:00-16:00
Rainfrom northeast2°C2.5m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
25 26 27 28 29 30