00:03:17

ფირნიშები
Share |

ჩრდილოეთი კორეა ამერიკული ავიამზიდის ჩაძირვით დაიმუქრა

ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არის ჩაძიროს ამერიკული ავიამზიდი „კარლ ვინსონი“, რათა საკუთარი სამხედრო ძლიერების დემონსტრირება მოახდინოს. ამის შესახებ ფხენიანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც იაპონიის ორი სამხედრო ხომალდი ხსენებულ ამერიკულ ავიამზიდსა და მის თანმხლებ გემებს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში საწვრთნელი მანევრების ჩასატარებლად შეუერთდა.

ავიამზიდმა „კარლ ვინსონმა“ ავსტრალიაში დაგეგმილი ვიზიტი შეცვალა, მას შემდეგ რაც უბრძანეს კურსი ჩრდილოეთ კორეისკენ აეღო.

იაპონიის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, მისმა ორმა ხომალდმა სასებოს პორტი 21 აპრილს დატოვა და გაემართა „კარლ ვინსონისკენ“, რომლის ჯგუფში კიდევ რამდენიმე სამხედრო გემია.

აშშ-იაპონიის ერთობლივი წვრთნა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან საფრთხის გამო ტარდება. მოგეხსენებათ, ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ გამოცდებს ატარებს და ბალისტიკურ რაკეტებს იაპონიის მიმართულებით უშვებს.



სხვა ამბები

ესპანეთში ინტერნაციონალურ დღეზე საქართველო თუშების ოჯახმა წარადგინა

ესპანეთში, ვალენსიის მხარეში ინტერნაციონალური დღე გაიმართა, სადაც საქართველო თუშების ოჯახმა წარადგინა. სულხან იდოიძე და მაია თავბერიძე ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვნიდან არიან. გამოფენაზე ისინი თუშური ტრადიციული კერძებით წარსდგნენ, მათმა შვილებმა ქართული ფოლკლორული ცეკვებიც შეასრულეს. 

დაწვრილებით  

ქაბულში სამხედრო ჰოსპიტალზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სამხედრო ჰოსპიტალზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 23.06.17
04:00-06:00
Clear skyfrom west-southwest11°C0.5m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-southwest12°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast20°C1.3m/s
2.2mm
18:00-00:00
Partly cloudy20°C1.1m/s
0mm
შაბათი 24.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast21°C1.9m/s
0mm
კვირა 25.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C0.7m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 10:00-16:00
Cloudyfrom east-northeast20°C2.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
25 26 27 28 29 30