17:01:08

ფირნიშები
Share |

ქვემო ქართლის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა თანამდებობა დატოვა. მან მთავრობის ადმინისტრაციას განცხადებით დღეს მიმართა. ხიზანიშვილის ინფორმაციით, შესაძლოა მუშაობა სხვა თანამდებობაზე გააგრძელოს.

„დიდი ხანია ვაპირებდი, რომ გამეგრძელებინა სამსახური ისეთ სამსახურში, სადაც ქვეყნისთვის უფრო მეტ საინტერესო საქმეს გავაკეთებდი. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ნორმალური პროცესია. რა გამოცდილებაც შევიძინე, ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ხალხს და ჩემს ქვემო ქართლელებს, ზოგადად ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომელიც ჩემთან ერთად მსახურობდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს წლები, იმიტომ, რომ ყველამ იცით და ხელშესახებია ის პროგრესი, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, რომელიც არის ქვემო ქართლში და ვფიქრობ, რომ ახლა უფრო საინტერესო, ჩემთვისაც საინტერესო, პრიორიტეტული და ქვეყნისთვისაც საინტერესო საქმის კეთება უნდა გავაგრძელო, უფრო სერიოზული ამოცანა დგას ჩემს წინაშე და თქვენ უახლოეს ხანში ამასაც გაიგებთ“, - განაცხადა პაატა ხიზანაშვილმა.

პაატა ხიზანაშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორის თანამდებობზე 2014 წლის დეკემბრიდან მუშაობდა. მანამდე „ქართუ“ ბანკში სხვადასხვა თანამდებობაზე იყო დასაქმებული. 2006-2007 წლებში კი „ქართუ ჯგუფის“ ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო.




სხვა ამბები

აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 16 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 4,42221 გრამ მეტადონს შეიცავს.

დაწვრილებით  

გურჯაანში 24 წლის გოგონას მოტაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა გურჯაანში 24 წლის გოგონას მოტაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 27 წლის გ. ცანკაშვილი, რომელმაც გოგონა ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა, დანაშაულს აღიარებს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 19.09.17
21:00-00:00
Clear skyfrom south-southwest22°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 20.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.4m/s
0mm
ხუთშაბათი 21.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.7m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 10:00-16:00
Clear skyfrom east23°C1.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 22 23
24 25 26 27 28 29 30