05:06:25

Share |

ქვემო ქართლის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა თანამდებობა დატოვა. მან მთავრობის ადმინისტრაციას განცხადებით დღეს მიმართა. ხიზანიშვილის ინფორმაციით, შესაძლოა მუშაობა სხვა თანამდებობაზე გააგრძელოს.

„დიდი ხანია ვაპირებდი, რომ გამეგრძელებინა სამსახური ისეთ სამსახურში, სადაც ქვეყნისთვის უფრო მეტ საინტერესო საქმეს გავაკეთებდი. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ნორმალური პროცესია. რა გამოცდილებაც შევიძინე, ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ხალხს და ჩემს ქვემო ქართლელებს, ზოგადად ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომელიც ჩემთან ერთად მსახურობდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს წლები, იმიტომ, რომ ყველამ იცით და ხელშესახებია ის პროგრესი, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, რომელიც არის ქვემო ქართლში და ვფიქრობ, რომ ახლა უფრო საინტერესო, ჩემთვისაც საინტერესო, პრიორიტეტული და ქვეყნისთვისაც საინტერესო საქმის კეთება უნდა გავაგრძელო, უფრო სერიოზული ამოცანა დგას ჩემს წინაშე და თქვენ უახლოეს ხანში ამასაც გაიგებთ“, - განაცხადა პაატა ხიზანაშვილმა.

პაატა ხიზანაშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორის თანამდებობზე 2014 წლის დეკემბრიდან მუშაობდა. მანამდე „ქართუ“ ბანკში სხვადასხვა თანამდებობაზე იყო დასაქმებული. 2006-2007 წლებში კი „ქართუ ჯგუფის“ ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო.




ფირნიშები

სხვა ამბები

ჯარისკაცებისთვის განსაზღვრულ შოკოლადზე აჟიოტაჟის ატეხვა მიუღებელია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს 104 ტონა შოკოლადის ნაწარმისა და 125 კილოგრამი კარამელის კანფეტის შესყიდვისათვის გამოცხადებული ტენდერის შესახებ. შსს-ში აცხადებენ, რომ ჯარისკაცების, მესაზღვრეებისა და მეხანძრე-მაშველებისთვის განსაზღვრულ შოკოლადზე აჟიოტაჟის ატეხვა მიუღებელია. დაწვრილებით  

ობიექტის მეპატრონეს, სადაც თამბაქოს მოწევენ 5 ათასი ლარით დააჯარიმებენ

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევისთვის 5 ათას ლარიანი ჯარიმა დაწესდება. პროექტის თანახმად, ჯარიმის გადახდა არა უშუალოდ კანონდამრღვევს, არამედ იმ ობიექტის მეპატრონეს მოუწევს, სადაც ფაქტი დაფიქსირდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 30.04.17
09:00-12:00
Partly cloudyfrom northeast13°C1.2m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast14°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
FairNNW16°C1.7m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east21°C1.7m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Cloudyfrom east20°C2.1m/s
0mm
ოთხშაბათი 03.05.17 10:00-16:00
Partly cloudy13°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 22 23
24 25 26 27 28 29 30