13:02:53

ფირნიშები
Share |

მარგველაშვილი – ქვეყანაში პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს ე.წ. ხმოსნები აირჩევენ

„საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, არც პრეზიდენტი, არც პრემიერი და არც პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირი არჩევის მანდატის მატარებელი აღარ იქნებიან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სამი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი ქვეყანაში - პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ–მინისტრი, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, იქნება არჩეული ე.წ. ხმოსნების, დეპუტატების და პარლამენტის წევრების მიერ; ანუ, არცერთი, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც ქვეყანა უნდა წარმოადგინოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, მანდატს არ აიღებს ამომრჩევლისგან პირდაპირ.

პრეზიდენტის განცხადებით, ამ თანამდებობის პირებს, რა თქმა უნდა, აირჩევენ დეპუტატები, ან ხმოსნები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით არჩეულები არიან, მაგრამ ხალხთან დაშორება გაიზრდება.

გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების ის ნაწილიც გააკრიტიკა, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება და აღნიშნა, რომ კომისიამ არ შეამცირა 5%-იანი საარჩევნო ბარიერი და მეტიც, შემოიტანა ბლოკების შექმნის აკრძალვის საკითხი, რაც აბსოლუტურად გაუგებარია.

საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში ერთერთ პრობლემურ საკითხად მთავარსარდლის ფუნქციის გაუქმება დაასახელა.

„ამ ქვეყანაში მთავარსარდალი გაუქმებულია ფაქტობრივად. ჩემთვის ყველაზე პრობლემური თემაა, რადგან ვიცი რა რეგიონში ვცხოვრობთ, რა გამოწვევები აქვს ქვეყანას, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და, რომელშიც მცოცავი ოკუპაცია მიმდინარეობს. ცვლილებების მიხედვით, მთავარსარდალს აღარ აქვს სათათბირო ორგანო - უშიშროების საბჭო“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, იმ ვითარებაში, როდესაც საკონსტიტუციო კომისია დატოვა ყველა განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკურმა პარტიამ კამპანიის „კონსტიტიუცია ყველასია“ ვალდებულებაა, დაეხმაროს საკონსტიტუციო კომისიას და მიაწოდოს საზოგადოების მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით.

გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების დადებით მიმართულებად სოციალური დაცვის გარანტიების გაღრმავების საკითხი დაასახელა.



სხვა ამბები

კვირის 10 საუკეთესო ფოტო - The Guardian [Photos]

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული. დაწვრილებით  

მაშველებმა გუდაურში ფრანგი ტურისტი გადაარჩინეს

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ გუდაურის სამაშველო სამსახურმა ფრანგ ტურისტს დახმარება აღმოუჩინა. სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში სასრიალოდ ჩამოსული ფრანგი ტურისტი თვითნებურად გადავიდა სათხილამურო გზიდან აკრძალულ ზონაში, კობის მიმართულებით. მთიდან ზვავის უეცარმა მოწყვეტამ კი ტურისტი თოვლში ჩაითრია.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 30.05.17
17:00-18:00
Clear skyfrom east22°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-northeast22°C1.1m/s
0mm
ოთხშაბათი 31.05.17 12:00-18:00
Rain showersfrom southeast24°C0.7m/s
1.2mm
ხუთშაბათი 01.06.17 12:00-18:00
Rain showersNNW21°C1.5m/s
1.9mm
პარასკევი 02.06.17 10:00-16:00
Cloudyfrom south-southwest17°C0.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 22 23
24 25 26 27 28 29 30