15:47:38

Share |

იდლიბში ზარინის გაზი ან მისი ანალოგი გამოიყენეს - OPCW

ორგანიზაცია ქიმიური იარაღის აკრძალვისთვის (OPCW) აცხადებს, რომ სირიის პროვინცია იდლიბში აპრილის დასაწყიში მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა ზარინის მომწამლავი გაზი ან მისი ანალოგი.

OPCW-ის ხელმძღვანელ აჰმეთ უზუმჯუს თქმით, სპეციალური დასკვნა ათობით მსხვერპლის დეტალური ანალიზის შემდეგ მიიღეს. გამოკვლევები თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიებში ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს, სირიის პროვინცია იდლიბში განხორციელებული იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 90-ს მიაღწია. ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ გამოიყენა ქიმიური იარაღი, თუმცა დასავლეთი მომხდარში სირიის ხელისუფლებას ადანაშაულებს. პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი და მისი მოკავშირე რუსეთი კი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.



ფირნიშები

სხვა ამბები

ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით გურჯაანსა და ფონიჭალაში 5 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ფონიჭალასა და გურჯაანში, ხუთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხუთივე ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკორეალიზატორთა მიერ მოქალაქეთათვის მიყიდული 0,6069 გრამი ჰეროინი. დაწვრილებით  

დავით ნარმანიამ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტელეწამყვანი გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. ნარმანია მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წამყვანმა ე.წ. საზოგადოებრივი საპირფარეშოების თემაზე მომზადებული სიუჟეტით ქარტიის პრინციპები დაარღვია. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 26.04.17
20:00-00:00
Partly cloudyfrom east-southeast7°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 27.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east12°C2.6m/s
0mm
პარასკევი 28.04.17 12:00-18:00
Cloudyfrom east-northeast12°C2.1m/s
0mm
შაბათი 29.04.17 10:00-16:00
Light rain showersfrom east13°C0.9m/s
0.9mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 21 22 23
24 25 26 27 28 29 30