11:50:08

ფირნიშები
Share |

ცესკო კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის კომპენსაციის დანიშვნას ითხოვს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საკუთარი წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, კომპენსაციის დანიშვნას ითხოვს. ცესკომ შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მიმართა.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, ცესკო-ს წევრთა და აპარატის მოხელეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესი განისაზღვრება. 

კერძოდ, წინადადების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრს კომპენსაცია ენიშნება - 65 წლის ასაკის მიღწევისას, ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი არანაკლებ ექვსი თვე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი იყო და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა. ცვლილებებით, ცესკო-ს წევრის კომპენსაციის ოდენობა კომისიის მოქმედი წევრის ხელფასის მესამედია. 

რაც შეეხება ცეესკო-ს აპარატის მოხელეს კომპენსაციას, წინადადებით, პირს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას, ან თუ მას აქვს არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში მუშაობის არანაკლებ 8 წლის სტაჟი.

აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.



სხვა ამბები

დამრღვევი მძღოლების მიმართ სანქციები გასამკაცრებელია - გიორგი მღებრიშვილი

მე ვფიქრობ, საკმაოდ გასამკაცრებელი არის სანქციები დამრღვევი მძღოლების მიმართ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა. მინისტრი თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის გოგონას დაღუპვას ბრიუსელიდან გამოეხმაურა და ოჯახს მიუსამძიმრა.

დაწვრილებით  

წნორში „ცოდნის კაფეში“ ჩაისა და ყავის საფასურის გადახდა ლექსით იქნება შესაძლებელი

მსოფლიო პოეზიის დღესთან დაკავშირებით, 20-21 მარტს, წნორში მდებარე „ცოდნის კაფეში“ ყავისა და ჩაის საფასურის გადახდა ლექსით იქნება შესაძლებელი. „ცოდნის კაფეს“ დამფუძნებლის ნანა ბაგალიშვილის თქმით, ყავისა და ჩაის შეკვეთის შემდეგ სტუმრები ექსპრომტად მოფიქრებულ ლექსს ფურცელზე დაწერენ, რომელიც მათი შეკვეთის საფასური იქნება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 29.07.17
16:00-18:00
Fairfrom northeast34°C2.2m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom north-northeast32°C3.1m/s
0mm
კვირა 30.07.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast29°C3.2m/s
0mm
ორშაბათი 31.07.17 12:00-18:00
Fairfrom east29°C3.5m/s
0mm
სამშაბათი 01.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east27°C2.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 21 22 23
24 25 26 27 28 29 30