17:35:13

ფირნიშები
Share |

ანტიდასავლური პროპაგანდის გამტარებელი პარტიები, პოლიტიკოსები და სასულიერო პირები: MDF-ის კვლევა

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ანტიდასავლური პროპაგანდის გამტარებელი პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საზოგადოების წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაასახელა. კვლევის თანახმად, 2016 წელს, ანტიდასავლური რიტორიკით განსაკუთრებულად გამოირჩეოდნენ სასულიერო პირები, პოლიტიკოსებს შორის კი „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები. კვლევაში „ქართული ოცნების“ ჰიბრიდულობაზეც არის საუბარი.

მედიის განვითარების ფონდის კვლევის მიხედვით, ე.წ. „კრემლისტურ პარტიებს“ შორისაა - „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“, „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“, „სოციალისტური საქართველო“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „ცენტრისტები“, „მემარცხენე ალიანსი“ „ჩვენი სამშობლო“ და „ქართული დასი“.

ე.წ. ანტილიბერალურ, ეთნონაციონალისტურ პარტიებს შორისაა „პატრიოტთა ალიანსი“ და „ეროვნულები“, ხოლო ე.წ. „ჰიბრიდულ გაერთიანებად“ მიიჩნევა „ქართული ოცნება“.

„პარტიებიდან ანტიდასავლური გზავნილების ყველაზე მეტი რაოდენობა „დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოსა“ და მასთან დაკავშირებულ „სახალხო კრებაზე“ (96) მოდის. შემდეგია - „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ (55), ასევე „ვალერი კვარაცხელია - სოციალისტური საქართველო“ (44), მას მოსდევს „ქართული ოცნება“ (43), შემდეგ „პატრიოტთა ალიანსი“ - (40), „ქართული დასი“ – (23), „ეროვნულები“ – (12), მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ - (12), „ჩვენი სამშობლო“ – (11), „ცენტრისტები“ – 11, „თეთრები“ – 9, „მემარცხენე ალიანსი“ (9). სხვადასხვა დროს, საერთო ჯამში, 7 ანტიდასავლური პროპაგანდის მატარებელი განცხადება გააკეთა „ტრადიციონალისტებმა“, „ეროვნულმა ფორუმმა“ და „თავისუფალმა საქართველომ“, - აცხადებენ მედიის განვითარების ფონდში.

MDF-მა ანტიდასავლური პროპაგანდის გამტარებელ პოლიტიკოსებს შორის დაასახელა ნანა დევდარიანი, გოგი თოფაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გია ბურჯანაძე, ელიზბარ ჯაველიძე, დავით თარხან-მოურავი, გიორგი მაღლაკელიძე, ემზარ კვიციანი, ირმა ინაშვილი, ირმა ცხორაგაული, თამაზ მეჭიაური, ნუკრი ქანთარია და ომარ ნიშნიანიძე.

ანტიდასავლური პროპაგანდის გამტარებელ 5 საზოგადოებრივ ორგანიზაციას შორისაა, „უფლებადამცველთა გაერთიანება“, „ევრაზიული ინსტიტუტი“, „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“, „გლობალური კვლევების ცენტრი“, „სტალინი“.

რაც შეეხება საზოგადოების წარმომადგენლებს, მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციით, ანტიდასავლურ განწყობებს „ობიექტივის“ მაყურებლები სატელეფონო ჩართვების ფორმატში გამოხატავდნენ.

„ანტიდასავლური ნარატივის ფორმატში, ხშირად ჩნდებოდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე, პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია. ასევე ანტიდასავლურ ნარატივს ავითარებდნენ რეზო ამაშუკელი, ჰამლეტ ჭიპაშვილი, სოსო ცინცაძე, მიხეილ ცაგარელი და გივი სოხმაშვილი.



სხვა ამბები

სოფელ ჩაილურში ხანძარს 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, სამი ადამიანი კი დაშავდა

საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარა ჩაილურში ხანძარს 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ხანძრის შედედ გარდაცვლილის შვილებმა - 11 წლის გოგონამ და 8 წლის ბიჭმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობა მიიღეს. დამწვრობითი შოკი მიიღო ამავე ოჯახში მცხოვრებმა მოხუცმა მამაკაცმა. დაშავებულები კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.

დაწვრილებით  

ყვარელში სკვერი და ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა [Photos]

ყვარლის შესასვლელში „შინმოუსვლელთა“ რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა. სკვერში ატრაქციონთან ერთად, განთავსებულია სარბენი და შიდა ბილიკები, ბუნგალო, მინი სტადიონი და სხვადასხვა სახის ტრენაჟორები.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 18.11.17
22:00-00:00
Fairfrom west-southwest5°C1.5m/s
0mm
კვირა 19.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 20.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom east13°C0.2m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom southwest12°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30