11:50:32

ფირნიშები
Share |

აფხაზეთში ლავროვის ვიზიტი მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა - სამინისტრო

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტსა და სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩოს შენობის გახსნას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. სამინისტრო ლავროვის ვიზიტს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, 2017 წლის 18-19 აპრილს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს „ვიზიტით“ ეწვევა მინისტრი სერგეი ლავროვი. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის პარალელურად, იგი მონაწილეობას მიიღებს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოს ახალი შენობის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში და იქ რუსეთის ფედერაციის უკანონო დიპლომატიური წარმომადგენლობის ახალი შენობის გახსნა უხეშად არღვევს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპს და საერთაშორისო სამართლის სხვა ფუნდამენტურ ნორმებს.

აღნიშნული წარმოადგენს მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს ეთნიკური წმენდისა და სამხედრო ოკუპაციის მეშვეობით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას. მსგავსი უკანონო ქმედებებით რუსეთის ფედერაცია უშედეგოდ ცდილობს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციას“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებების პრაქტიკა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.



სხვა ამბები

13 წლის შემდეგ სამების საკათედრო ტაძრის მოხატვა დაიწყო [Photos]

13 წლის შემდეგ, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მოხატვა დაიწყო. საკურხევლის თავზე პირველი ფრესკა უკვე მოიხატა, სადაც ტახტზე მტრედი და სახარება ერთად არის დაბრძანებული.

დაწვრილებით  

ამბულატორიულ მედიკამენტებს 70 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებიც მიიღებენ

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომა 70 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებსაც ექნებათ.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 29.07.17
16:00-18:00
Fairfrom northeast34°C2.2m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom north-northeast32°C3.1m/s
0mm
კვირა 30.07.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast29°C3.2m/s
0mm
ორშაბათი 31.07.17 12:00-18:00
Fairfrom east29°C3.5m/s
0mm
სამშაბათი 01.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east27°C2.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30