18:47:08

ფირნიშები
Share |

საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით თურქეთში რეფერენდუმი არასამართლიან გარემოში ჩატარდა

საერთაშორისო დამკვირვებლებმა თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმი გააკრიტიკეს, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს ახალ უფლებამოსილებას შემატებს. ეუთოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებით, კამპანია უთანასწორო პირობებში წარიმართა და ხმების დათვლა მოგვიანებით განხორციელებული პროცედურული ცვლილებების გამო საეჭვო გახდა.

დამკვირვებლების მიერ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოითქვა შეფასება, რომ რეფერენდუმის სამართლებრივი ჩარჩოები არაადეკვატური იყო ზოგადად დემოკრატიული რეფერენდუმის ჩასატარებლად.

„ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული დაკვირვების შედეგად გამოვლინდა ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენება და ხელის შეშლა იმ პარტიებისა თუ სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მხარს უჭერდნენ „არა“-ს კამპანიას. ასევე გამოვლინდა პოლიციის მიერ „არა“-ს კამპანიის მხარდამჭერთა შეზღუდვის ბევრი შემთხვევა“, - აღნიშნა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ტანა დე ზულუეტამ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ 16 აპრილის რეფერენდუმის შედეგი კანონიერია. ოფიციალური მონაცემებით, რეფერენდუმში დასახელებულ ცვლილებებს მხარი ამომრჩეველთა 51.3%-მა დაუჭირა. გარდა იმისა, რომ ცვლილებები გულისხმობს 18 საკონსტიტუციო შესწორებას, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შესაძლოა საშუალება მიეცეს 2029 წლამდე დარჩეს ქვეყნის ხელისუფლების სათავეში.



სხვა ამბები

თელავში იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა, თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 63 წლის მამაკაცი დააკავეს. დაწვრილებით  

ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესს 19:00 საათზე აღავლენს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესს 19:00 საათზე აღავლენს. შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას. ღვთისმსახურება ტაძარში 18:00 საათიდან დაიწყება. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 22.07.17
23:00-00:00
Clear skyfrom west-northwest25°C1.6m/s
0mm
კვირა 23.07.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast29°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 24.07.17 12:00-18:00
Fairfrom east28°C3.6m/s
0mm
სამშაბათი 25.07.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest20°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30