15:48:32

Share |

აშშ-მა ავღანეთში ISIS-ის ობიექტებზე ე.წ. „დედა ბომბი“ ჩამოაგდო

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მისმა შენაერთებმა ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში  ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბა. აშშ-მა ამისთვის არსენალში არსებული ყველაზე მსხვილი, 9 800 კილოგრამიანი, არაბირთვული ბომბი გამოიყენა.

პენტაგონის განცხადებით, ე.წ. „დედა ბომბი“ ჩამოაგდეს გვირაბების კომპლექსზე, რომელსაც ექსტრემისტული დაჯგუფების მებრძოლები გადაადგილებისთვის იყენებენ. ავღანეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მოკლულია ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 36 მებრძოლი.

ავღანეთში ამერიკული შენაერთების მეთაურმა, გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა განაცხადა, რომ ბომბის ჩამოგდების შედეგად ტერორისტულ დაჯგუფებას დიდი დანაკარგი აქვს და მებრძოლები პოზიციების შესანარჩუნებლად ხელნაკეთ მოწყობილობებს, ბუნკერებსა და გვირაბებს იყენებენ.

ავღანეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ საჰაერო იერიში დაგმო. „ეს ჩვენი ქვეყნის არაჰუმანური და ყველაზე სასტიკი გამოყენებაა“, - აღნიშნა ექს პრეზიდენტმა.

„ბი ბი სი“ ექსეპერტების შეფასებებზე დაყრდნობით წერს, რომ ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ავღანეთის ადგილობრივ მოსახლეობაში მოსალოდნელი ნდობა ვერ მოიპოვა. არსებული ცნობებით, ავღანეთში დაჯგუფების მხარეს რამდენიმე ათასი მებრძოლი იბრძვის. აშშ-ის ინფორმაციით, 2016 წლიდან ისინი დიდ დანაკარგებს განიცდიან.



ფირნიშები

სხვა ამბები

თბილისში ინდოეთის მოქალაქეების ძარცვის ბრალდებით კლუბის დაცვის თანამშრომელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ძარცვის ბრალდებით დააკავეს თბილისში მდებარე ერთ-ერთი კლუბის დაცვის თანამშრომელი, რომელმაც ინდოეთის მოქალაქეებს შეკვეთის ღირებულების - 3 638 ლარის გადახდა აიძულა.

დაწვრილებით  

კვირის 10 საუკეთესო ფოტო - The Guardian [Photos]

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 26.04.17
20:00-00:00
Partly cloudyfrom east-southeast7°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 27.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east12°C2.6m/s
0mm
პარასკევი 28.04.17 12:00-18:00
Cloudyfrom east-northeast12°C2.1m/s
0mm
შაბათი 29.04.17 10:00-16:00
Light rain showersfrom east13°C0.9m/s
0.9mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30