11:38:43

ფირნიშები
Share |

თვითმმართველი ქალაქების დამატებით ლატვიელების „სისულელე” გავიმეორეთ – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდამდე ლატვიაში იმყოფებოდნენ, სადაც კოლეგებმა უთხრეს, რომ 90–იან წლებში მსგავსი სისტემის შექმნით სისულელე გააკეთეს, ხოლო ვიზიტიდან სამ თვეში მმართველმა გუნდმა ეს „სისულელე” გაიმეორა.

„თავის დროზე ჩართული ვიყავი ამ დისკუსიაში და ვიყავი წინააღდეგი. მეტსაც გეტყვით, ჩვენ სამი თვით ადრე [2014 წელს] გვქონდა ვიზიტი ამ საკითხთან დაკავშირებით ლატვიაში; კითხვაც არ დაგვისვამს, თვითონ წარმოგვიდგინეს ლატვიელებმა თავიანთი სისტემა და გვითხრეს ასეთი რამ: იქ დღემდე არის ჩამოყალიბებული ე.წ. რკალისებრი მუნიციპალიტეტები, სადაც ქალაქი და რაიონი არის ერთ შენობაში – ერთი ხელისუფლება ზის ერთ შენობაში. მათ პირდაპირ ამ სიტყვებით გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი სისულელე მათ გააკეთეს 90–იან წლებში, იყო სწორედ ამ ქალაქი–რაიონის მუნიციპალიტეტების ჩამოყალიბება. ჩვენ დავბრუნდით საქართველოში და სამ თვეში პარლამენტში მივიღეთ კანონი, რომლითაც ჩვენ ეს „სისულელე” [გავიმეორეთ]“,– განაცხადა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ამოქმედებიდან სამი წლის შემდეგ თვითმმართველობის კოდექსში შესაძლოა ცვლილება შევიდეს, რის შედეგადაც თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან ისევ ხუთამდე შემცირდება; თვითმმართველი ერთეულის სტატუსს დაკარგავენ ზუგდიდი, ოზურგეთი, გორი, თელავი, ახალციხე, მცხეთა და ამბროლაური.

29 მარტს, საზოგადოებრივმა და მედიაორგანიზაციებმა 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართეს.

იმავე დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განცხადებით უპასუხეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 7 თვითმმართველი ქალაქისთვის - ზუგდიდისთვის, ოზურგეთისთვის, გორისთვის, თელავისთვის, ახალციხისთვის, მცხეთისთვის და ამბროლაურისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მოხსნის საკითხზე სამინისტროს მუშაობა დაწყებული აქვს.

4 აპრილს, თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა  ხელმოწერების შეგროვება დაიწყესრომელსაც პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნიან.



სხვა ამბები

„შევაჩეროთ სიკვდილი საქართველოს გზებზე“ - აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კუბოები მიიტანეს

საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეებმა თბილისში, პარლამენტის წინ კუბოები მიიტანეს. აქციის ჩატარება სამოქალქო სექტორმა რამდენიმე დღის წინ, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხევის შემდეგ დაგეგმა, რომელსაც 11 წლის გოგონა ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა ბავშვის დედა.

დაწვრილებით  

საქართველოს სამეფო სახლის ინფორმაციით, პრინცი ბაგრატი გარდაიცვალა

საქართველოს სამეფო სახლის განცხადებით, პრინცი ბაგრატი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ის 2008 წელს გარდაცვლილი საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანბატონის ძმა იყო. ამჟამად საქართველოს სამეფო სახლის მეთაურია უფლისწული დავით ბაგრატიონ მუხრანბატონი.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 25.09.17
16:00-18:00
Heavy rainfrom east-southeast20°C1.1m/s
2.4mm
18:00-00:00
Rainfrom south-southeast16°C0.8m/s
1.4mm
სამშაბათი 26.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east17°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 27.09.17 12:00-18:00
Rainfrom east13°C1.9m/s
1.1mm
ხუთშაბათი 28.09.17 10:00-16:00
Heavy rainfrom east9°C2.8m/s
11.4mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30