23:21:49

ფირნიშები
Share |

ახმეტის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია დაიშალა

ახმეტის საკრებულოში არსებული ფრაქცია „ამომრჩევლის ხმა“, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ წევრების მიერ იყო შექმნილი, გაუქმებულია.

ფრაქციის დაშლის მიზეზი მისი ერთ-ერთი წევრის - ბიძინა ჭიჭიკლიშვილის ფრაქციიდან გასვლა გახდა, - იგი საკრებულოს სხვა წევრებთან ერთად ახლადშექმნილ ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანდა.

ბიძინა ჭიჭიკლიშვილის გასვლის შემდეგ ფრაქციაში „ამომრჩევლის ხმა“ მხოლოდ 2 წევრი დარჩა, კანონის თანახმად კი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია სულ მცირე 3 წევრისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული.

ახმეტის საკრებულოში ფრაქცია „ამომრჩევლის ხმა“ 2014 წლის 3 ნოემბერს შეიქმნა. მასში გაერთიანებული იყვნენ პარტია „ქართული ოცნების“ წარდგენით არჩეული დეპუტატები: ზურაბ გარსევანიძე (ფრაქციის თავმჯდომარე), ნაზო აბალოიძე და ბიძინა ჭიჭიკლიშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 2014 წლის დეკემბერში გამოქვეყნა ვრცელი მასალა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ახმეტის საკრებულოში ორი ფრაქცია, მათ შორის, „ამომრჩევლის ხმა“, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით იყო შექმნილი.



სხვა ამბები

მეუფე პეტრე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა. გავრცელებული ინფორმაციით, მეუფე პეტრე პროკურატურაში უკვე იმყოფებოდა და მან დაკითხვა სასამართლო წესით მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. 15:00 საათზე მეუფე პეტრეს კვლავ პროკურატურაში ელოდებიან, ამჯერად ადვოკატთან ერთად. 

დაწვრილებით  

თბილისში ვიზალიბერალიზაციას საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავენ [Photos]

თბილისში ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიება „ევროპა ჩვენს ქუჩაზე“ მიმდინარეობს. მთელი დღის განმავლობაში, განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე, „ევროპული ქუჩის“ სტუმრებს, საგანგებოდ მოწყობილი დახლებიდან კულინარიის აკადემიის შეფ მზარეულები უმასპინძლდებიან და როგორც ქართულ, ისე ევროპულ კერძებს სთავაზობენ. ქუჩაზე მოწყობილია საბავშვო სივრცე, სადაც ბავშვები სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ ინფორმაციას იღებენ. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 22.09.17
04:00-06:00
Fairfrom west19°C0.9m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-southwest18°C1.1m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east-southeast25°C1.4m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast23°C2.0m/s
0mm
კვირა 24.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east23°C1.8m/s
0mm
ორშაბათი 25.09.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east18°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30