18:47:26

ფირნიშები
Share |

ახმეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება“ ხელახლა შეიქმნა

ახმეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება“ განახლებული შემადგენლობით შეიქმნა. ახლადშექმნილ ფრაქციაში 3 დეპუტატი გაერთიანდა - საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე რამაზ ბაღაკაშვილი და საკრებულოს წევრი ბიძინა ჭიჭიკლიშვილი, რომელიც ფრაქციის თავმჯდომარედ იქნა არჩეული.

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ ფრაქციის შექმნა კანონიერად ცნო, ხოლო ინფორმაციის ცნობად მიღება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ახმეტის საკრებულოში მანამდე არსებული ფრაქცია „ქართული ოცნება“ 2017 წლის 1 მარტს დაიშალა, რასაც შედეგად საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის გელა ჯუგაშვილის თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა. 

აღნიშნული ფრაქცია ახმეტის საკრებულოში თავდაპირველად 2014 წლის 22 აგვისტოს შეიქმნა. მასში გაერთიანებული იყვენენ: არჩილ მექვევრიშვილი (ფრაქციის თავმჯდომარე), საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ხოლეგაშვილი.



სხვა ამბები

სოფელ საქობოში 81 წლის ქალის დამწვარი ცხედარი იპოვეს

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში 81 წლის ქალის ნახევრადდამწვარი ცხედარი მის კუთვნილ ვენახთან ახლოს ნახეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მოხუცი აწამეს, მასზე სავარაუდოდ იძალადეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს. მათივე თქმით, ცხედართან ცივი იარაღიც იქნა ნაპოვნი.

დაწვრილებით  

სამხედრო მოსამსახურემ მძიმე თვითდაზიანება მიიყენა - თავდაცვის სამინისტრო

უფლისციხის სამხედრო ბაზაზე ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ ცეცხლსასროლი იარაღით მძიმე დაზიანება მიიყენა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრომ საკუთარი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გასროლა, რის შედეგადაც სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 22.07.17
23:00-00:00
Clear skyfrom west-northwest25°C1.6m/s
0mm
კვირა 23.07.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast29°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 24.07.17 12:00-18:00
Fairfrom east28°C3.6m/s
0mm
სამშაბათი 25.07.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest20°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30