14:52:47

ფირნიშები
Share |

ევროკავშირი ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებსა და რეფერენდუმს არ აღიარებს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს ევროკავშირი არ აღიარებს. ამის შესახებ 10 აპრილს ჟურნალისტებთან საუბარში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინატორის, ფედერიკა მოგერინის წარმომადგენელმა განაცხადა.

„ევროპის კავშირი არ აღიარებს იმ ჩარჩოებს, რომელშიც ჩატარდა ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები და რეფერენდუმი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რეგიონის სახელწოდების შეცვლას. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების მიმართ, რასაც ემსახურება ჩვენი თანათავმჯდომარეობით მიმდინარე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და როგორც იცით, ევროკავშირი კვლავაც ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ მის საზღვრებში“, - განაცხადა მოგერინის წარმომადგენელმა მაია კოჩიანჩიჩმა.

ცხინვალში 9 აპრილს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პირველსავე ტურში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტიის „ედინაია ოსეტია“-ს კანდიდატმა ანატოლი ბიბილოვმა გაიმარჯვა. მას მხარი არჩევნებში მონაწილეთა 57.98%-მა დაუჭირა. იმავე დღს ჩატარდა ე.წ. რეფერენდუმიც სამხრეთ ოსეთისა და ალანიის ტოლმნიშვნელოვან სახელებად გამოცხადების საკითხზე. სახელის შეცვლას მხარი რეფერენდუმში მონაწილეთა 78.2%-მა დაუჭირა.



სხვა ამბები

შესაძლოა დახურულ სივრცეში ელექტროსიგარეტისა და ჩილიმის მოწევაც აიკრძალოს

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის თანახმად, ფართოვდება ტერმინი „თამბაქოს ნაწარმი“ და მას ემატება ისეთი თამბაქოს ნაწარმის სახეობა როგორებიცაა მაგალითად „ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო“, „საწუწნი თამბაქო“, „ელექტრონული სიგარეტებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობების ნიკოტინის შემცველი მასალები/კარტრიჯები/კაფსულები” და ა.შ. დაწვრილებით  

„რუსთავი2“-ის საქმეზე ევროსასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 3 მარტის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 17.01.18
19:00-00:00
Partly cloudyfrom west-3°C0.9m/s
0mm
ხუთშაბათი 18.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast2°C1.5m/s
0mm
პარასკევი 19.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom southwest8°C0.7m/s
0mm
შაბათი 20.01.18 10:00-16:00
Clear skyfrom west-northwest2°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30