15:45:48

ფირნიშები
Share |

პოლონეთის სამთავრობო კომისიის ვარაუდით, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა

პოლონეთის სამთავრობო კომისიის ვარაუდით, თვითმფრინავი, რომელშიც 2010 წლის 10 აპრილს 100-მდე ადამიანი, მათ შორის ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი იმყოფებოდა, ჰაერში აფეთქდა, ვიდრე მიწაზე ჩამოვარდებოდა რუსეთში. ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავში მყოფი 96-ვე ადამიანი დაიღუპა.

პოლონეთის სამთავრობო კომისიის წინასწარი დასკვნა გამოქვეყნდა 10 აპრილს, დასავლეთ რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის მეშვიდე წლისთავზე.

2010 წლის აპრილში პოლონეთის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად მისი მეუღლე, პოლონეთის სამხედრო სარდლობის წევრები, პარლამენტარები და ცენტრალური ბანკის დირექტორი იყვნენ, რუსეთში მიფრინავდა, რათა პატივი მიეგო 1940 წელს საბჭოთა კავშირში, კატინში დახოცილი ათასობით პოლონელის ხსოვნისათვის.

შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფის გამოძიებამ, რომელიც პოლონეთის წინა, ცენტრისტულმა მთავრობამ ჩაატარა, დაადგინა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა მოჰყვა ძლიერი ნისლის დროს დაჯდომის მცდელობას, რაც პილოტის შეცდომა იყო.



სხვა ამბები

კვირის 10 საუკეთესო ფოტო - The Guardian [Photos]

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული. დაწვრილებით  

პატრიარქს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დაიცავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადი დაცვის შემადგენლობა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 19.11.17
20:00-00:00
Fairfrom west-southwest7°C1.5m/s
0mm
ორშაბათი 20.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom southeast13°C0.6m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast14°C1.1m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 10:00-16:00
Rainfrom northwest5°C2.1m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30