15:46:14

ფირნიშები
Share |

ავღანეთში მეამბოხეებმა უსაფრთხოების ძალების 13 წევრი მოკლეს

გასულ უქმეებზე ავღანეთში მეამბოხეთა მიერ მოწყობილი სხვადასხვა თავდასხმების შედეგად უსაფრთხოების ძალების 13 წევრი დაიღუპა.

ბალხის პროვინციის გუბერნიის სპიკერის, მუნირ აჰმად ფარჰადის თქმით, ჩიმტალის რაიონში, სადაც თალიბანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობდა, გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად 9 სამხედრო დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. შემდგომ შეტაკებაში განადგურდა 5 მეამბოხე.

იმავე დღეს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები თავს დაესხნენ დარზაბის რაიონის პოლიციის ქვეგანყოფილებას ჯავზიანის პროვინციაში. ბრძოლაში უსაფრთხოების ძალების ოთხი მებრძოლი, მათ შორის ერთი ოფიცერი დაიღუპნენ.

აღნიშნული თავდასხმები თალიბანის ახალი საგაზაფხულო საომარი სეზონის დასაწყისია, რასაც საპასუხო საბრძოლო ოპერაციებით ავღანეთის არმია და უსაფრთხოების ძალები პასუხობენ.



სხვა ამბები

მუკუზანში საცხოვრებელი სახლის ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

პოლიციამ ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ორი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა 3 მარტს, გურჯაანის რაიონის სოფელ მუკუზანში მოქალაქის ბინა გაქურდეს და საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარეს.

დაწვრილებით  

ახმეტის საკრებულომ თუშების პეტიცია დააკმაყოფილა

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დააკმაყოფილა ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობის პეტიცია, რომელიც თუშეთში, გომეწრის ხეობაში, მდინარე ალაზანზე ხიდის აშენებას ითვალისწინებს. ხიდის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი გამოიყოფა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 19.11.17
20:00-00:00
Fairfrom west-southwest7°C1.5m/s
0mm
ორშაბათი 20.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom southeast13°C0.6m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast14°C1.1m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 10:00-16:00
Rainfrom northwest5°C2.1m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30