08:14:29

ფირნიშები
Share |

საგარეო საქმეთა სამინისტრო - აშშ-ის მიერ განხორციელებული საპასუხო ქმედება იყო ადეკვატური

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს სირიაში, ქალაქ ჰან შეიხუნში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა.

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქიმიური იარაღის განთავსებით, სირია საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს და მსგავსი ქმედებების უპასუხოდ დატოვება არ შეიძლება.

„მიგვაჩნია, რომ აშშ-ს მიერ განხორციელებული საპასუხო ქმედება იყო დროული, ადეკვატური და გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა. მნიშვნელოვანია, რომ გატარდა ყველა სახის გამაფრთხილებელი ზომა.

ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება გამოიჩენს სათანადო პრინციპულობასა და ერთიანობას სირიაში საბოლოო მშვიდობის დასამყარებლად“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის პრეზიდენტ ასადის რეჟიმზე პირდაპირი სამხედრო იერიში მიიტანა, რისთვისაც შორი რადიუსის მოქმედების 50-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა.



სხვა ამბები

შაია ლაბეფის ანტი-ტრამპისეული კამპანია ლივერპულშიც დაიხურა

ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავის, შაია ლაბეფის მიერ წამოწყებული ტრამპის საწინააღმდეგო არტ-კამპანია, სახელად „ის ჩვენ ვერ დაგვაცალკევებს“, კიდევ ერთხელ, ამჯერად ინგლისის ქალაქ ლივერპულში გახსნიდან მეორე დღეს დაიხურა.

დაწვრილებით  

უფლებადამცველთა ინფორმაციით, ორი საჰაერო იერიშის შედეგად სირიაში 35 ადამიანი დაიღუპა

ორგანიზაციამ „სირიის სამეთვალყურეო ადამიანის უფლებებისთვის“ (SOHR), რომელსაც ოფისი ინგლისში აქვს, განაცხადა, რომ სირიაში ორი საჰაერო იერიშის შედეგად სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 23.10.17
13:00-18:00
Fairfrom north-northeast15°C2.0m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom southwest12°C1.1m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast12°C0.9m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.8m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 10:00-16:00
Clear sky17°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30