07:08:51

ფირნიშები
Share |

პრეზიდენტი - სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა და მწირი პენსიები აწუხებს საზოგადოებას

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა, მწირი პენსიები და ლარის არასტაბილურობა აწუხებს. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემები ყოველგვარი კვლევის გარეშე თვალსაჩინოა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, საქართველოში სამუშაო ადგილები ინვესტიციების ზრდის პირდაპირპროპორციულად არ იქმნება. მისივე თქმით, ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ნაკლებობის გამო, ინვესტორებს უცხოელი მუშახელი ჩამოჰყავთ.

სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა, მწირი პენსიები და ლარის არასტაბილურობა - სწორედ ეს არის ის პრობლემები, რაც ყველაზე მეტად აწუხებს საზოგადოებას და, რაც ყოველგვარი კვლევის გარეშე თვალსაჩინოა. ეკონომიკის, ან ინვესტიციების ზრდა არაფრისმთქმელ სტატისტიკურ მონაცემად დარჩება, თუ არ მოხდება ისედაც მწირი დოვლათის ეფექტური გადანაწილება, სამუშაო ადგილების შექმნა. სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოში ინვესტიციების ზრდის პირდაპირპროპორციულად არ იქმნება სამუშაო ადგილები. ხშირია შემთხვევა, როდესაც ინვესტორებს უცხოელი მუშახელი ჩამოჰყავთ, ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ნაკლებობის გამო. შესაბამისად, იმისთვის, რომ უცხოური ინვესტიციებიდან მეტი სარგებელი მივიღოთ, საჭიროა, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლება ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტად ვაქციოთ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო პერიოდში არსებობს ტენდენცია, რომ მსხვილი ბიზნესი კიდევ უფრო მსხვილდება, შედარებით მცირე ბიზნესის შესყიდვა-შერწყმის ხარჯზე. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური რეფორმების შემუშავება და დანერგვა ბიზნესთან კონსულტაციების გარეშე არ უნდა ხდებოდეს.



სხვა ამბები

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით სიღნაღში ერთი პირი დააკავეს

სიღნაღის პოლიციის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 46 წლის მამაკაცი დააკავეს. დაწვრილებით  

რუსეთის პატრიარქი 1917 წლის რევოლუციაზე პასუხისმგებლობას ინტელიგენციას აკისრებს

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილე I-ის აზრით, 1917 წლის რევოლუციაში ბრალი, პირველ რიგში, ინტელიგენციას მიუძღვის. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა აღნიშნული შეფასება მოსკოვში, პატრიარქის ლიტერატურული პრემიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე გამოთქვა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
12:00-18:00
Partly cloudyfrom east26°C1.5m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom north-northeast26°C1.9m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.3m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Clear sky24°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30