11:03:16

ფირნიშები
Share |

პრეზიდენტი პარტიებს - თვითმმართველობის არჩევნებზე იმედგაცრუებულ ამომრჩეველს ძლიერი არჩევანი შესთავაზეთ

მოძებნეთ გამაერთიანებელი იდეები, იპოვეთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები და მრავალჯერ იმედგაცრუებულ ამომრჩეველს შესთავაზეთ ძლიერი, სანდო არჩევანი, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან პოლიტიკურ პარტიებს მიმართა.

„მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს - ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ გვჭირდება რეალური თვითმმართველობა; გვჭირდება საარჩევნო რეფორმა და მე ამ საკითხში მხარს ვუჭერ თქვენს კონსოლიდირებულ ძალისხმევას. მაგრამ უმნიშვნელოვანესია, ჩვენს საზოგადოებას ახალი არჩევანი ძლიერმა პოლიტიკურმა აქტორებმა შესთავაზონ. ქართული დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ძლიერი პოლიტიკური მოთამაშეების ჩამოყალიბება. მოძებნეთ გამაერთიანებელი იდეები, იპოვეთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები და მრავალჯერ იმედგაცრუებულ ამომრჩეველს შესთავაზეთ ძლიერი არჩევანი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოდის, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებიან. პარლამენტში იმყოფებიან საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.



სხვა ამბები

სეტყვის სეზონის დაწყებამდე „დელტა” კახეთში საინფორმაციო კამპანიას მართავს

სეტყვის სეზონის დაწყებამდე, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ კახეთის რეგიონში საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს. კამპანიის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შესახებ ინფორმირებაა. მათ საინფორმაციო ბუკლეტები გადაეცემათ, სადაც სეტყვასაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომებია გაწერილი.

დაწვრილებით  

უკრაინაში აფეთქების შედეგად 8 მაღაროელი დაიღუპა

დასავლეთ უკრაინაში მდებარე ერთ-ერთ მაღაროში მომხდარი მეთანის აფეთქებისა და ნგრევის შედეგად სულ მცირე 8 მაღაროელი დაიღუპა. ლვოვის რეგიონში მდებარე ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ინციდენტის შედეგად 20 მაღაროელი დაკარგულად ითვლება. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 17.01.18
15:00-18:00
Partly cloudyfrom south-southwest2°C0.4m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom southwest-2°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 18.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast2°C1.5m/s
0mm
პარასკევი 19.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom southwest8°C0.7m/s
0mm
შაბათი 20.01.18 10:00-16:00
Clear skyfrom west-northwest2°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30