11:01:30

ფირნიშები
Share |

მარგველაშვილი - პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი ან ყოფილი პრემიერის სურვილზე არ უნდა იყოს დამოკიდებული

პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი, ან ხვალინდელი პრეზიდენტის, დღევანდელი, ან ყოფილი პრემიერის სურვილებზე კი არ უნდა იყოს მორგებული, არამედ ხალხის საჭიროებებზე. რეალური ბალანსის შექმნის აუცილებლობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს განაცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, მან დაიწყო კამპანია „კონსტიტუცია ყველასია”, რათა ქართული საზოგადოების ფართო ფენები აქტიურად ჩაერთონ კონსტიტუციური ღირებულებების განხილვასა და თანხმობის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებაში.

„იმედი მაქვს, რომ ასეთი დისკუსიები უფრო გააერთიანებს ჩვენს საზოგადოებას, ხალხის ხმა კი, უფრო მკაფიოდ იქნება გაგონილი. ამ შეხვედრებზე ცხადად ჩანს, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს ბევრი საინტერესო მოსაზრება ქვეყნის მოწყობის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო კომისიის წევრებს მოგახსენებთ, რომ ხალხს უნდა მეტი დემოკრატია; თვითმმართველობის არა შესუსტება, არამედ გაძლიერება; განათლების ხელმისაწვდომობა და საყოველთაოობა; მეტი არჩევითი თანამდებობა და ამ თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების გაზრდა, საზოგადოების მხრიდან კონტროლის მექანიზმების გაძლიერება; საზოგადოებას სურს მეტი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში, სოციალური დაცვის კიდევ უფრო ნათელი და კატეგორიული ასახვა კონსტიტუციაში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, არ შეიძლება, რომა ხალხს წაერთვას პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლება.

„ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ეროვნული ერთიანობის განცდა, თანადგომა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში თანამონაწილეობა. მოვუსმინოთ ხალხს! და თუ მოვუსმენთ, მაშინ ცხადი გახდება, რომ მოქალაქეთა რეალური და მწვავე პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება, რომ ჯერ კიდევ ვერ ავაშენეთ ისეთი სახელმწიფო, სადაც არცერთი ადამიანი არ იცხოვრებს ქუჩაში, ქუჩაში არ იცხოვრებენ და იმუშავებენ მცირეწლოვნები, სადაც ათობით ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში არ იქნება, სადაც მოხუცებს არ ექნებათ უმწეობის განცდა, სადაც არავის შია და არავის სცივა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.



სხვა ამბები

მუხათგვერდის სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს ნეშტი დაკრძალეს

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ნეშტი სამხედრო პატივით დაკრძალეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, II ქვეითი ბრიგადის უმცროსი სერჟანტის, ანზორ ვახტანგის ძე გელდიაშვილის ნეშტი ახალციხიდან თბილისში, ოჯახის თხოვნით გადმოასვენეს.

დაწვრილებით  

თელავის რეფერალური ჰოსპიტალი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო

თელავის რეფერალური ჰოსპიტალი კახეთის მოსახლეობას პროსტატის, სწორი ნაწლავისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ პროგრამებს სთავაზობს. კახეთის რეგიონის მცხოვრებლებს, ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, საშუალება ექნებათ კიბოს სკრინინგი სრულიად უფასოდ თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაიტარონ.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 17.01.18
15:00-18:00
Partly cloudyfrom south-southwest2°C0.4m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom southwest-2°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 18.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast2°C1.5m/s
0mm
პარასკევი 19.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom southwest8°C0.7m/s
0mm
შაბათი 20.01.18 10:00-16:00
Clear skyfrom west-northwest2°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30