03:53:35

ფირნიშები
Share |

დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარედ თამაზ თამაზაშვილის ცოლისძმა ნუგზარ პაპიაშვილი აირჩიეს

დედოფლისწყაროს საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ნუგზარ პაპიაშვილი აირჩიეს, რომელიც ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო. მას მხარი საკრებულოს 24-მა წევრმა დაუჭირა. ნუგზარ პაპიაშვილი ყოფილი პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ცოლის, მაია თამაზაშვილის ძმაა.

საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევამდე ნუგზარ პაპიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ის „ქართული ოცნების“ პარტიული სიით გახდა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, ნუგზარ პაპიაშვილი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსად დაინიშნა. მანამდე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ქვემო ქედის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ დედოფლისწყაროს საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ზვიად ჯავახიშვილმა თანამდებობა 3 მარტს, საკუთარი განცხადებით დატოვა. ის ასევე გაგადგა პარტია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციიდან. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ჯავახიშვილის გადადგომის მიზეზი სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი შიოლაშვილთან დაპირისპირება გახდა. არსებული ინფორმაციით, დეპუტატსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის უთანხმოება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯავახიშვილმა შიოლაშვილის კამპანიაში ჩართვაზე და შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი თქვა.



ამ თემაზე:

თამაზაშვილების კლანი კახეთში

სხვა ამბები

ინდოელი ფერმერები სიღნაღის გამგეობის თანამშრომელს თაღლითობაში ადანაშაულებენ [Video]

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მცხოვრები ინდოელი ფერმერები მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელს ავთანდილ ვაშაკიძეს თაღლითობაში ადანაშაულებენ. როგორც ფერმერებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრეს, გამგეობის თანამშრომელს ენდნენ და 2 წლის წინ, 200 ტონა ხორბალი ნისიად მიყიდეს. თანხის ნაწილი, 40 ათასი ლარი ფერმერებს დღემდე არ მიუღიათ.

დაწვრილებით  

იერუსალიმში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იერუსალიმის ძველ ქალაქში დაკარგვის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას უახლოეს პოლიციის განყოფილებაში) და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 22.11.17
08:00-12:00
Cloudyfrom west-northwest5°C2.5m/s
0mm
12:00-18:00
Rainfrom northwest7°C3.6m/s
1.5mm
18:00-00:00
Light snow showersfrom west-southwest3°C0.9m/s
0.8mm
ხუთშაბათი 23.11.17 12:00-18:00
Sleet showersfrom east-northeast4°C2.4m/s
1.4mm
პარასკევი 24.11.17 12:00-18:00
Partly cloudy3°C1.3m/s
0mm
შაბათი 25.11.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest1°C2.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30