12:18:58

ფირნიშები
Share |

კვირიკაშვილი - 2016 წელს ქვეყანაში ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

2016 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა რეკორდი - 6,3 მილიონი ტურისტი, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლებმა გადააჭარბა 2 მილიარდ დოლარს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპისა და აზიის მთის კურორტების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კვირიკაშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა კვლევის თანახმად, საქართველოს სამთოსათხილამურო კურორტებზე არსებობს ტურიზმიდან 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის შემოსავლების მიღების შესაძლებლობა. მისივე თქმით, მთავრობამ თავი მოუყარა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს და მიმართა ისინი  მთის კურორტების განვითარებისკენ, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ჩათვლით.

„ჩვენ გავხსენით ორი ახალი სათხილამურო კურორტი: გოდერძი და თეთნულდი და შევქმენით ინვესტირებისთვის ხელსაყრელი გარემო, რისთვისაც უზრუნველვყავით გამარტივებული პროცედურები, დაბალი გადასახადები და სხვადასხვა წამახალისებელი მექანიზმი. გარდა ამისა, მთავრობამ წარმატებით გამოიყენა საჯარო-კერძო პარტნიორობის პოტენციალი, რის შედეგად, სამთოსათხილამურო კურორტების განვითარებაში კერძო სექტორის ჩართულობით, სამთო კურორტები მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად. ერთ-ერთი ასეთი მსხვილი ინვესტორი ბაკურიანის „კოხტა-მიტარბის“ პროექტის ფარგლებში არის დღევანდელი კონფერენციის გენერალური სპონსორი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მთავრობამ დაიწყო სხვადასხვა კურორტის გენერალური გეგმის შემუშავების ინიციატივის განხორციელება.

„გუდაური-კობის გენერალური გეგმა შეიმუშავა კანადურმა კომპანიამ Ecosign Mountain Planners. კიდევ ოთხი კურორტის (ბაკურიანი, თუშეთი, მესტია და ბახმარო) გენერალური გეგმები შემუშავების რეჟიმშია. ამ პროცესის კვალდაკვალ ჩვენი ძალისხმევა მომავალშიც მოიცავს მთელს ქვეყანას, რათა საქართველოს მთის კურორტები დატვირთული იყოს ზამთარ-ზაფხულ, რისთვისაც მთელი წლის განმავლობაში ტურისტებს ექნებათ ლაშქრობებში, გასართობ თუ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა შრომამ უკვე მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგი და დღეს ჩვენ უკვე ვიღებთ საგრძნობ დივიდენდებს - ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში საქართველოს სამთოსათხილამურო კურორტების სტუმართა რიცხვი 800%-ით გაიზარდა. სასიხარულოა, რომ ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება და ამ სეზონზე დაფიქსირდა 49%-იანი ზრდა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მიზანია, უმასპინძლოს საერთაშორისო შეჯიბრს ზამთრის სპორტის სახეობებში.



 

სხვა ამბები

უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებები და სამინისტროს ცხელი ხაზის სამსახური.

დაწვრილებით  

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრის მიზნით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ჯგუფში სახელმწიფო უწყებები, სახალხო დამცველის აპარატი და სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე პირები გაერთიანდებიან. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
17:00-18:00
Partly cloudyfrom northeast27°C2.6m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast26°C1.8m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.0m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Fairfrom northeast24°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30