20:43:41

Share |

IRI- მოსახლეობის 92% პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა, მარგველაშვილი 67%-ს მოწონს

IRI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 92% პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა. გამოკითხულთა მხოლოდ 5% უჭერს მხარს პრეზიდენტის არჩევას პარლამენტის მიერ, ხოლო 3%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

IRI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ დადებითადაა განწყობილი.

კითხვაზე „რა მოსაზრება გაქვთ შემდეგ პოლიტიკოსებზე“, ჩამოთვლილ პოლიტიკოსთა შორის რესპონდენტთა 67%-მა დადებითი პოზიცია გიორგი მარგველაშვილზე დააფიქსირა.

მეორე ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოა, რომელზეც გამოკითხულთა 65%-ს დადებითი მოსაზრება აქვთ, ხოლო მესამე ადგილზე 55%-ით პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია.

შემდეგ 50%-ით „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე მოდის, 48%-ით პარლამენტის ყოფილი თავმჯომარე დავით უსუფაშვილი, 39%-ით ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, 37%-ით ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, 35%-ით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

IRI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა და 1501 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება +-2,5%-ია.



ფირნიშები

სხვა ამბები

ახმეტაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის იმპიჩმენტი მესამედ ჩავარდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილე თამაზ წითელაური თანამდებობებიდან ვერ გადააყენეს. საკრებულოს 6 ოპოზიციონერი წევრის მიერ ინიცირებული იმპიჩმენტი კიდევ ერთხელ ჩავარდა. „ქართული ოცნებისა“ და ყოფილი კოალიციის წევრმა დეპუტატებმა ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

დაწვრილებით  

სამხედრო სარეზერვო სამსახური შესაძლოა ანაზღაურებადი გახდეს

ახალი სამხედრო სარეზერვო სამსახურის კონცეფციის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩართვა იქნება ნებაყოფლობითი; 5 წლიან კონტრაქტზე ხელმოწერა შეეძლებათ 18-55 წლამდე ასაკის პირებს; ანაზღაურება კი განისაზღვრება წოდებრივი სარგოს 20% ყოველთვიურად და გამოძახებისას 100% (სერჟანტ-კაპრალის ხელფასი წელიწადში 3 470 ლარს შეადგენს). რეზერვისტების გამოძახება მოხდება ქვედანაყოფის საბრძოლო მომზადების ან საგანგებო სიტუაციის დროს მოქმედების გეგმის მიხედვით.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 01.05.17
01:00-06:00
Clear skyNNW14°C1.4m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west13°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.2m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.7m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 03.05.17 10:00-16:00
Light rain15°C2.3m/s
0.6mm
ხუთშაბათი 04.05.17 10:00-16:00
Rain showers17°C1.3m/s
1.6mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30