20:39:49

Share |

IRI- რეგიონებში „ქართულ ოცნებას“ 26% აქვს, „ნაციონალური მოძრაობას“ 15%

კითხვაზე „შემდეგ კვირას ადგილობრივი არჩევნები რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, გამოკითხულთა 26%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 15%-მა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 7%-მა -„ევროპული საქართველო“, 6%-მა „ლეიბორისტული პარტია“, 4%-მა - „პატრიოტთა ალიანსი“.

რესპონდენტთა 29%-მა თავის რეგიონში ყველაზე აქტიურ პარტიად „ქართული ოცნება“ დაასახელა, 12%-მა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო 50%-მა არცერთი პარტია არ დაასახელა.

კითხვაზე თუ „რომელ პოლიტიკურ პარტიას არ მისცემდით ხმას არასოდეს“, რესპონდენტთა 27%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 25%-მა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 8%-მა „დემოკრატიული მოძრაობა“, 8%-მა „გირჩი“, 7%-მა „ევროპული საქართველო“, 7%-მა „პატრიოტთა ალიანსი“, 6%-მა „ლეიბორისტული პარტია“, 4%-მა „რესპუბლიკელები“, 3%-მა „თავისუფალი დემოკრატები“.

კითხვაზე თუ „რომელ პარტიას შეუძლია ყველაზე წარმატებულად გაუმკლავდეს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას“, რესპონდენტთა 13%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 10%-მა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 2%-მა „ევროპული საქართველო“, ხოლო 38%-მა არცერთი პარტია არ დაასახელა.

IRI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა და 1501 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება +-2,5%-ია.



 

ფირნიშები

სხვა ამბები

თბილისიდან კუნძულ კრეტაზე პირდაპირი ფრენები შესრულდება

15 მაისიდან ავიაკომპანია „ელინეარი“ თბილისი-სალონიკის მიმართულებით ავიარეისებს განაახლებს. „გაერთიანებული აეროპოტები საქართველოს“ ინფორმაციით, ფრენები კვირაში ორჯერ - სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება. დაწვრილებით  

გარემოვაჭრეებს თბილისში უკანონო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გარემოვაჭრეებს ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ. ამის შესახებ საგანგებო განცხადებას თბილისის მერია გარემოვაჭრეების პროტესტთან დაკავშირებით ავრცელებს, რაც მათთვის ვაჭრობის აკრძალვას მოჰყვა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 01.05.17
01:00-06:00
Clear skyNNW14°C1.4m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west13°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.2m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.7m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 03.05.17 10:00-16:00
Light rain15°C2.3m/s
0.6mm
ხუთშაბათი 04.05.17 10:00-16:00
Rain showers17°C1.3m/s
1.6mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30