02:15:16

ფირნიშები
Share |

თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

შეუნარჩუნდეს თელავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი - ამ მოთხოვნით თელავის მერიის შენობის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნიან.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება თვითმმართველობის რეფორმის და ქვეყნის განვითარებისთვის.

„დღეს მე ვიყავი აქციაზე არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც რიგითი თელაველი. თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნება - ეს არის საკითხი, რომელიც ყველა პოლიტიკური პარტიას გვაერთიანებს, მათ შორის თელავის მერიაში მომუშავე მაღალჩინოსნებს, რომლებიც ამას ასე ხმამაღლა ვერ აპროტესტებენ. 2014 წელს, ხელისუფლებამ ამომრჩეველს შესთავაზა და უფლება მისცა, რომ აერჩია ქალაქის მერი, მაგრამ ახლა აღმოჩდა, რომ ეს იყო ექსპერიმენტი. ხელისუფლება თვითმმართველი ქალაქების გაუქმების არგუმენტად ხარჯების ზრდას ასახელებს. გეთანხმებით, ხარჯები გაზრდილია, ახალი ააიპების, ნათესავების დასაქმების და პრემიების ხარჯზე. ჩვენ ასევე დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, რომელსაც პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს გავუგზავნით. რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმება ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი“,- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა.

29 მარტს, საზოგადოებრივმა და მედიაორგანიზაციებმა 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართეს.

იმავე დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განცხადებით უპასუხეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 7 თვითმმართველი ქალაქისთვის - ზუგდიდისთვის, ოზურგეთისთვის, გორისთვის, თელავისთვის, ახალციხისთვის, მცხეთისთვის და ამბროლაურისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მოხსნის საკითხზე სამინისტროს მუშაობა დაწყებული აქვს.



სხვა ამბები

ესპანეთში საქართველოს 48 მოქალაქე დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს 48 მოქალაქე დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის პოლიცია ავრცელებს. ესპანეთის პოლიცია დაკავებულებს „მაფიის“ წევრებად მოიხსენიებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ბინებს ძარცვავდნენ. დაწვრილებით  

უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებები და სამინისტროს ცხელი ხაზის სამსახური.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 11.12.17
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest-1°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east-northeast7°C0.2m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom west3°C2.0m/s
0mm
სამშაბათი 12.12.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast5°C1.3m/s
0mm
ოთხშაბათი 13.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast6°C1.4m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 10:00-16:00
Fairfrom southeast3°C0.8m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30