08:47:23

Share |

პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონპროექტს ვეტო დაადო

ე.წ. მოსმენების კანონპროეტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. როგორც გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კანონპროექტში არის რიგი საკამათო საკითხები, თუმცა ძირითადად ორი ხარვეზი გამოიკვეთა. ის პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს გადაუგზავნის.

„პირველი არის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მეორე არის კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯები, რომელსაც კანონპროექტი საკომუნიკაციო კომპანიებს აკისრებს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა მის მიერ გამოყენებული ვეტოების ისტორია გაიხსენა. გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა.

„რადგან მე არა ერთხელ გავიგე განცხადებები, იმის თაობაზე, რომ ეს ვეტოც დაიძლევა, პატივცემულო ბატონები, ვიცი, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გაგაჩნიათ, ყველამ იცის, რომ ვეტო დაძლევადია, მაგრამ ამ ვეტოს წერის პროცესში, მანამ სანამ კანონპროექტი იქნებოდა მიღებული, ჩვენ ვაწარმოებდით კონსულტაციებს, როგორც არასამთვრობო სექტორთან, ისე პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე ამ სფეროში ჩართულ კომპანიებთან, ვეტოს წერის პროცესშიც მოგიწოდებდით, რომ ჩვენთან გქონოდათ კონსულტაციები, იცით რა რომ, ჩვენ გვჯერა, რომ ქართულ ოცნებას შეუძლია ამ ვეტოს დაძლევა, მაგრამ შესაძლებელია ახლა დადგა დრო, რომ ყველამ დავიჯეროთ, რომ ვეტო დაძლევადია და დავიწყოთ მუშაობა, რომ უკეთესი კანონები შევქმნათ, იმ ფონზე, როდესაც გვესმის ყველას, რომ ვეტო დაძლევადია. მაგრამ, შესაძლებელია დრო დადგა, ჩავუღრმავდეთ ამ კანონპროექტს, ჩვენს შენიშვნებს და ვეტოს დაძლევის დემონსტრირების მაგივრად, საქართველოს მივცეთ უკეთესი კანონმდებლობა“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.



ფირნიშები

სხვა ამბები

სტივენ ჰოკინგი კოსმოსში იმოგზაურებს

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერი, ბრიტანელი ასტროფიზიკოსი და კოსმოლოგი სტივენ ჰოკინგი მალე ოცნებას აიხდენს და კოსმოსში გაფრინდება, რისი შესაძლებლობაც მას აქამდე შეზღუდული შესაძლებლობების გამო არ ჰქონია. დაწვრილებით  

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, კიდევ ერთი პირი დააკავეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართავენ.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 30.03.17
13:00-18:00
Clear skyfrom east-northeast10°C1.6m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom northeast11°C0.3m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 12:00-18:00
Light rainfrom east-southeast14°C1.2m/s
0.9mm
შაბათი 01.04.17 12:00-18:00
Cloudyfrom east3°C0.4m/s
0mm
კვირა 02.04.17 10:00-16:00
Rainfrom southeast4°C0.6m/s
1.4mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31