11:38:45

ფირნიშები
Share |

პრემიერ–მინისტრი თუშეთში მესაზღვრეებს შეხვდა [Video-Photos]

პრემიერ-მინისტრი საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ომალოს სასაზღვრო სექტორზე მე-5 სამმართველოს მესაზღვრეებს შეხვდა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო. გიორგი კვირიკაშვილმა დიკლოში ის მესაზღვრეებიც მოინახულა, რომლებიც N7 სასაზღვრო სექტორის დროებით სასაზღვრო პოსტზე მსახურობენ. მთავრობის მეთაურმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს წინასწარ მიულოცა მესაზღვრის დღე, რომელიც 21 მარტს აღინიშნება.

„თქვენ დგახართ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების სადარაჯოზე და საქართველოს მიწა-წყალს იცავთ. არ არსებობს ამაზე საპატიო მისია, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ერთგული გუშაგები. საქართველოს სახელით, მადლობას გიხდით სამშობლოს სამსახურისთვის, ჩვენი სიმშვიდისთვის. გისურვებთ დღეგრძელობას, საქართველოს გაძლიერებას, თქვენი ოჯახების კეთილდღეობას“, - განაცხადა პრემიერმა მესაზღვრეებთან შეხვედრისას.


JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.


თუშეთში მყოფი პრემიერი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, იწყება თუშეთის გზის მშენებლობა, რაც უმნიშვნელოვანესია მთა-თუშეთის განვითარებისთვის; ხორციელდება მთელი რიგი სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად; ასევე დაგეგმილია წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა და ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები.

შსს-ს სასაზღვრო პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს ხუთწლიან მოდერნიზაციის, სტანდარტიზაციისა და უნიფიკაციის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას, ინფრასტრუქტურის განახლებას, საზღვაო ფლოტისა და ავიაციის საშუალებების მოდერნიზაციას. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, განახლდა სატრანსპორტო საშუალებები, პერსონალური აღჭურვილობა, გაუმჯობესდა სასაზღვრო პოლიციის კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემები.





სხვა ამბები

ირაკლი აბსანძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების პროდიუსერი იქნება

ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალი ამბების პროდიუსერად დაინიშნება. ჟურნალ „ლიბერალის“ ინფორმაციით, ამის შესახებ მათთან საუბარში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.

დაწვრილებით  

ივლისიდან თუშეთს ინტერნეტი ექნება

თუშეთში, ათამდე სოფელს, 2017 წლის ივლისიდან ინტერნეტი ექნება. თუშეთი ფიქსირებული რადიო ქსელით კახეთის რეგიონს, კერძოდ კი თელავის რაიონის სოფელ რუისპირს შეუერთდება. „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ ხელმძღვანელის უჩა სეთურის განცხადებით, ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი 25-30 ლარის ფარგლებში განისაზღვრება. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 29.07.17
16:00-18:00
Fairfrom northeast34°C2.2m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom north-northeast32°C3.1m/s
0mm
კვირა 30.07.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast29°C3.2m/s
0mm
ორშაბათი 31.07.17 12:00-18:00
Fairfrom east29°C3.5m/s
0mm
სამშაბათი 01.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east27°C2.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31