03:55:31

ფირნიშები
Share |

ჩრდილოეთ კორეამ ახალი სარაკეტო ძრავა გამოსცადა

ჩრდილოეთი კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი ძლიერი სარაკეტო ძრავის გამოცდა მოეწყო, რასაც კიმ ჩენ ინი, რომელიც სარაკეტო ძრავის გამოცდას პირადად ხელმძღვანელობდა, ქვეყნის სარაკეტო მრეწველობის „ახალ დაბადებას“ უწოდებს.

„მალე მთელი მსოფლიო დღევანდელი დღის დიდი გამარჯვების მნიშვნელობას იხილავს.“ - ქვეყნის აბსოლუტური ლიდერის სიტყვებს ჩრდილო კორეული სააგენტო ციტირებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ გრძელი რადიუსის რაკეტების ახალი ტიპის ძრავა გამოსცადა.

ინფორმაცია 19 მარტს გავრცელდა მაშინ, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა. ძრავის გამოცდის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე ტილერსონი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რეგიონში დაძაბულობა სახიფათო დონეზეა. ტილერსონმა მანამდე განაცხადა, რომ ვაშინგტონი ითანამშრომლებს ჩინეთთან საიმისოდ, რომ რეგიონში კონფლიქტი არ მოხდეს.

ტილერსონის ტურნე აღმოსავლეთ აზიაში ასევე მოიცავდა იაპონიასა და სამხრეთ კორეას. ვიზიტების დროს განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩებოდა ჩრდილოეთ კორეის საკითხი და შეშფოთება, რომელიც ამ ქვეყნის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამას უკავშირდება.



სხვა ამბები

„Ottobock“-ის წარმომადგენელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს შეხვდება

14 მარტს, 15:00 საათზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე მსოფლიოში ლიდერი საპროთეზო ცენტრის „OttoBock“-ის აღმოსავლეთ ევროპის ზონის მენეჯერს დიმიტრი დანილჩენკოს უმასპინძლებს. ვიზიტის მიზანია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა საკითხების დაგეგმვა.

დაწვრილებით  

სახურავიდან გადმოვარდნილმა აგურმა 12 წლის გოგონა იმსხვერპლა

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე კორპუსის სახურავიდან ჩამოვარდნილმა აგურმა 12 წლის გოგონა იმსხვერპლა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 19.01.18
08:00-12:00
Cloudyfrom west-southwest0°C2.5m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom west7°C1.7m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest3°C2.7m/s
0mm
შაბათი 20.01.18 12:00-18:00
Fairfrom south-southeast5°C0.7m/s
0mm
კვირა 21.01.18 12:00-18:00
Fairfrom north6°C0.5m/s
0mm
ორშაბათი 22.01.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-northeast6°C0.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31