05:56:56

ფირნიშები
Share |

ჩრდილოეთ კორეამ ახალი სარაკეტო ძრავა გამოსცადა

ჩრდილოეთი კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი ძლიერი სარაკეტო ძრავის გამოცდა მოეწყო, რასაც კიმ ჩენ ინი, რომელიც სარაკეტო ძრავის გამოცდას პირადად ხელმძღვანელობდა, ქვეყნის სარაკეტო მრეწველობის „ახალ დაბადებას“ უწოდებს.

„მალე მთელი მსოფლიო დღევანდელი დღის დიდი გამარჯვების მნიშვნელობას იხილავს.“ - ქვეყნის აბსოლუტური ლიდერის სიტყვებს ჩრდილო კორეული სააგენტო ციტირებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ გრძელი რადიუსის რაკეტების ახალი ტიპის ძრავა გამოსცადა.

ინფორმაცია 19 მარტს გავრცელდა მაშინ, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა. ძრავის გამოცდის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე ტილერსონი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რეგიონში დაძაბულობა სახიფათო დონეზეა. ტილერსონმა მანამდე განაცხადა, რომ ვაშინგტონი ითანამშრომლებს ჩინეთთან საიმისოდ, რომ რეგიონში კონფლიქტი არ მოხდეს.

ტილერსონის ტურნე აღმოსავლეთ აზიაში ასევე მოიცავდა იაპონიასა და სამხრეთ კორეას. ვიზიტების დროს განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩებოდა ჩრდილოეთ კორეის საკითხი და შეშფოთება, რომელიც ამ ქვეყნის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამას უკავშირდება.



სხვა ამბები

ეკატერინე ზვიადაური - საგარეჯოელი საბრძოლო ექიმი [Photos]

37 წლის ეკატერინე ზვიადაური ვაზიანის სამხედრო ბაზაზე პირველი საარტილერიო ბრიგადის საბრძოლო ექიმია. ეკატერინე საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორიდან არის. მისი მოვალეობა სამხედრო ბაზაზე და ომის დროს კოლეგა პაციენტების სამედიცინო დახმარებაა. ეკატერინე ზვიადაური 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა. იგი შვიდი თვის განმავლობაში ერაყშიც იმყოფებოდა.

დაწვრილებით  

სოფელ გურჯაანში სარწყავ არხში მამაკაცი დაიხრჩო

გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი სარწყავ არხში დამხჩვალი იპოვეს. როგორც კახეთი საინფორმაციო ცენტრს სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა კობა კუპრაშვილმა უთხრა, შემთხვევა გუშინ მოხდა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 24.05.17
10:00-12:00
Heavy rainfrom north-northeast12°C2.0m/s
5.2mm
12:00-18:00
Rain showersfrom north12°C1.6m/s
2.7mm
18:00-00:00
FairNNW14°C1.5m/s
0mm
ხუთშაბათი 25.05.17 12:00-18:00
Fairfrom east18°C1.4m/s
0mm
პარასკევი 26.05.17 12:00-18:00
Cloudyfrom east19°C1.5m/s
0mm
შაბათი 27.05.17 10:00-16:00
Rainfrom northeast18°C1.2m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31