23:12:09

ფირნიშები
Share |

საქართველოს შვიდი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია ეწვია

ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცე სპიკერები თბილისში რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდნენ. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან და სამოქალაქო სექტორთან. ასევე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან.

ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტების თავმჯდომარეები ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს გორში, მისიის ოფისში შეხვდებიან. სტუმრები სოფლებში - ნადარბაზევსა და ხურვალეთში გაემგზავრებიან და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნობიან.

ასევე, დაგეგმილია შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

საქართველოს დანიის პარლამენტის (ფოლკეტინგი) თავმჯდომარე პია კარსგაარდი, ესტონეთის პარლამენტის (რიგიკოგუ) თავმჯდომარე ეიკი ნესტორი,ლატვიის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე, ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისი, ნორვეგიის პარლამენტის (სტორტინგი) თავმჯდომარე ოლემიკ ტომესენი, ასევე, ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არტო სატონენი და ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტეინგრიმურ სიგფუსონი ეწვევიან. შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარტინა ქვიქი წარმოადგენს.

„ნორდიკულ-ბალტიური რვიანი (NB8) არის რეგიონული თანამშრომლობის არაფორმალური ფორმატი ბალტიისა (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) და ნორდიკულ ქვეყნებს (შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია, ისლანდია, დანია) შორის. NB8 პოლიტიკური დიალოგის და პრაქტიკული თანამშრომლობის ინსტრუმენტს წარმოადგენს.

2016 წელს NB8 ფორმატის თავმჯდომარე ქვეყანა ლატვიის რესპუბლიკა იყო. 2017 წელს ფორმატის თავმჯდომარეობა ნორვეგიამ გადაიბარა, რომელიც ყურადღებას ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე, ევროპის მომავალზე, რუსეთზე, გაერო-ს თემებზე და ტერორიზმზე გაამახვილებს.

საქართველო დაინტერესებულია, ფორმატის ფარგლებში, თანამშრომლობის განვითარებით სხვადასხვა - მათ შორის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით. 2016 წლის განმავლობაში ქართული მხარე, სხვადასხვა დონეზე, მზაობას გამოთქვამდა ფორმატში ჩართულობისა და ღონისძიებების საქართველოში მასპინძლობის შესახებ.

ლატვიის თავმჯდომარეობის პერიოდში, ლატვიის სეიმის სპიკერის აქტიური ჩართულობთ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 2017 წლის მარტში ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტის შესახებ“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



სხვა ამბები

თბილისის მერიის სახელის გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. დაწვრილებით  

თელავში იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა, თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 63 წლის მამაკაცი დააკავეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 22.09.17
03:00-06:00
Fairfrom west-northwest19°C1.0m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-southwest18°C1.1m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east-southeast25°C1.4m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast23°C2.0m/s
0mm
კვირა 24.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east23°C1.8m/s
0mm
ორშაბათი 25.09.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east18°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31