13:20:38

Share |

ერდოღანმა ევროპაში მცხოვრებ თურქებს გამრავლებისა და 5 შვილის ყოლისკენ მოუწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროპაში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებს მოუწოდა, გამრავლების მაჩვენებელი გაზარდონ და 5 შვილი იყოლიონ. ერდოღანის განცხადებით, თურქული მოსახლეობის ზრდა იქნება საუკეთესო პასუხი  ევროკავშირის „ვულგარიზმზე, მტრობასა და უსამართლობაზე“.

„ადგილი, სადაც ცხოვრობთ და მუშაობთ, თქვენი ახალი სამშობლოა. მოითხოვეთ თქვენი უფლებები. გახსენით უფრო მეტი საწარმოები, შეიყვანეთ შვილები უკეთეს სკოლებში, აცხოვრეთ ოჯახი უკეთეს სამეზობლოში, ატარარეთ საუკეთესო მანქანები და იცხოვრეთ ყველაზე ლამაზ სახლებში. იყოლიეთ არა მხოლოდ სამი, არამედ ხუთი შვილი იმიტომ, რომ თქვენ ხართ ევროპის მომავალი“, - განაცხადა ერდოღანმა ქალაქ ესკიშეხირში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

ერდოღანმა ევროპელებს ბრალი დასდო, რომ ისინი თურქებს მხოლოდ იმ შემთხვევაში იტანენ, თუ ისინი შავ სამუშაოს ასრულებენ.

„არაფერი აქვთ საწინააღმდეგო იმ თურქების მიმართ, რომლებიც ქარხნებში მუშებად მუშაობენ. მაგრამ თურქ მეწარმეებს, ინჟინერებს ან ქარხნების მენეჯერებს ვერ იტანენ“, - აღნიშნა ერდოღანმა.

ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ერდოღანის განცხადებები მიმართული იყო გერმანიაში მცხოვრები 1.4 მილიონი თურქი ამომრჩევლისკენ, ასევე ჰოლანდიაში, ავსტრიაში, ბულგარეთსა და დიდ ბრიტანეთში მყოფი თურქებისკენ.



ფირნიშები

სხვა ამბები

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 9 გადაცემის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხუთ თემატიკაზე ცხრა გადაცემის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. განაცხადის შევსება მსურველებს 3 აპრილიდან შეუძლიათ. კონკურსი გამოცხადდა კულტურის, შემეცნებით-საგანმანათლებლო, საბავშვო-ახალგაზრდული, შემეცნებით-გასართობი და სოციალური ტოქშოუს გადაცემების დასამზადებლად. დაწვრილებით  

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზა“ რეისებსა და შემადგენლობას ზრდის

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მგზავრების გაზრდილი ნაკადის დასაკმაყოფილებლად „საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებაზე ახალ შემადგენლობას ამატებს. რკინიგზის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოთხვაგონიანი ელექტრომატარებელი რეისებს 13, 14, 15, 17 და 18 აპრილს შეასრულებს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 29.04.17
18:00-00:00
Cloudyfrom east15°C1.9m/s
0mm
კვირა 30.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast14°C2.0m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 10:00-16:00
Light rainfrom east-northeast17°C1.9m/s
0.7mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31