17:26:58

ფირნიშები
Share |

თურქეთი ევროპაში ყოველთვიურად 15 000 ლტოლვილის შეშვებით იმუქრება

თურქეთის მთავრობა იმუქრება, რომ ევროკავშირში ყოველთვიურად 15 000 ლტოლვილს გაგზავნის, რაც თურქეთსა და ევროკავშირს შორის არსებული დიპლომატიურ კონფლიქტის მორიგ ესკალაციას წარმოადგენს.

თურქეთი აქამდეც გამოვიდა გაფრთხილებით, რომ შესაძლოა გააუქმოს ევროკავშირთან 2016 წლის მარტში გაფორმებული შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში ლტოლვილთა შესვლის შეკავებას. თურქეთის მხრიდან ეს გაფრთხილება პასუხია ევროპაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომელთა თანახმად, თურქ მინისტრებს ევროპაში პოლიტიკური კამპანიის ჩატარება აეკრძალათ.

გერმანიის მთავრობის პრესმდივნის მიერ 17 მარტს გაკეთებული განცხადებით, ჯერ-ჯერობით არ ჩანს ნიშნები, რომ ოფიციალურმა ანკარამ შეთანხმება უკვე გააუქმა.

თურქეთ-ევროკავშირის დიპლომატიური კრიზისი მას შემდეგ გაღრმავდა, რაც ჰოლანდიამ და გერმანიამ თურქეთის მინისტრებს უარი უთხრეს დასწრებოდნენ მათ ქვეყნებში მცხოვრები ეთნიკური თურქების მიერ გამართულ აქციებზე. თურქი მოქალაქეები 16 აპრილს დანიშნულ რეფერენდუმში ჩართვას ითხოვენ, ამ რეფერენდუმით კი გაიზრდება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის უფლებამოსილება. თურქი მინისტრების აქციებზე არდაშვების გამო ერდოღანმა ორი ქვეყანა „ნაცისტური პრაქტიკების“ ქონაში დაადანაშაულა, ნიდერლანდებს კი სრებრენიცაში 1995 წელს მომხდარ მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში დასდო ბრალი.



სხვა ამბები

ეგვიპტის კოპტურ ეკლესიებში მომხდარ აფეთქებებს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა [Photos]

ეგვიპტეში, ორ კოპტურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 44-ს მიაღწია. კვირას ქალაქ ტანტაში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აფეთქებას 27 ადამიანი ემსხვერპლა, 80-მდე ადამიანი კი დაშავდა. მოგვიანებით, ქალაქ ალექსანდრიაში მდებარე წმინდა მარკოზის საკათედრო ტაძარში აფეთქებისას 17 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა. დაწვრილებით  

თუშეთში ვერტმფრენი კვირაში ერთხელ იფრენს [Video]

პრემიერ-მინისტრის დავალებით, თუშეთის სოფელ ომალოში კვირაში ერთხელ სასაზღვრო ვერტმფრენი იფრენს. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, სახმელეთო გზის ამოქმედებამდე ვერტმფრენი მესაზღვრეებთან ერთად ადგილობრივებს მოემსახურება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 24.06.17
22:00-00:00
Clear skyfrom west-southwest18°C1.7m/s
0mm
კვირა 25.06.17 12:00-18:00
Fairfrom east24°C0.7m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.1m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast21°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31