21:49:32

ფირნიშები
Share |

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ანგელა მერკელს შეხვდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა. მათი მოლაპარაკება, რომელიც არსებული ვარაუდით, იოლი არ იქნებოდა აზრთა სხვაობის გამო, უკრაინის კონფლიქტზე, NATO-სა და იმიგრაციაზე გაიმართა.

შეხვედრა სამი დღით ადრე უნდა გამართულიყო, მაგრამ შეერთებულ შტატებში არსებული უამინდობის გამო გადაიდო.

დონალდ ტრამპის წინამორბედის, ბარაკ ობამას უახლოეს პოლიტიკურ მოკავშირედ წლების მანძილზე სწორედ ანგელა მერკელი ითვლებოდა. ტრამპმა ჯერ კიდევ პრეზიდენტად არჩევამდე, „კატასტროფული შეცდომა“ უწოდა მერკელის ლმობიერ პოლიტიკას იმიგრაციის საკითხში. ამასთან, დონალდ ტრამპი მოითხოვს გერმანიისა და NATO-ს სხვა წევრი ქვეყნებისაგან სამხედრო ხარჯების მკვეთრად გაზრდას. სამხედრო ხარჯები კი გერმანიისათვის რთული საკითხია, რადგან მეორე მსოფლიო ომის კატასტროფის შემდეგ ქვეყანაში ძლიერი პაციფისტური ტრადიციაა დამკვიდრებული.

შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საჭიროა მშვიდობიანი გზით გადაწყდეს კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც უკრაინულ შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის მიმდინარე ომში სულ მცირე 9 940 ადამიანი დაიღუპა. მან ასევე მადლობა გადაუხადა გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს მათი შუამავლობის გამო 2015 წელს ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების საქმეში, რომელიც კონფლიქტის დასრულებას ისახავდა მიზნად. ტრამპმა აღნიშნა, რომ მას სურს ურთიერთობების გაუმჯობესება კრემლთან, მიუხედავად იმისა, რომ თეთრმა სახლმა რუსეთი მკაცრად გააკრიტიკა 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.

რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების საჭიროებაზე ისაუბრა ანგელა მერკელმაც, თუმცა აღნიშნა, რომ პირველ რიგში უნდა მოგვარდეს კონფლიქტი უკრაინაში.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ შეხვედრაზე მან ხაზი გაუსვა თეთრი სახლის ძლიერ მხარდაჭერას NATO-ს მიმართ, მაგრამ მისი თქმით, ალიანსის სხვა წევრებმაც ხარჯების სამართლიანი წილი უნდა იტვირთონ.



სხვა ამბები

დესტრუქციული პოლიტიკური ძალები შეგნებულად უკეთებენ პროვოცირებას ვანდალურ აქტებს - პრემიერი

„ყოფითი შემთხვევა გამოყენებული იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  წუხელ ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

დაწვრილებით  

მძღოლს, რომელმაც სოფელ ბადიაურში ექვსი ადამიანი იმსხვერპლა 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა მძღოლს, რომელმაც საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი იმსხვერპლა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ტარიელ ჯამალაშვილი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 13.12.17
02:00-06:00
Clear skyfrom southwest2°C0.9m/s
0mm
06:00-12:00
Fairfrom west1°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east5°C1.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest2°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast4°C1.9m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 12:00-18:00
Fairfrom east4°C0.5m/s
0mm
შაბათი 16.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom east2°C0.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31