02:00:23

Share |

გიორგი მარგველაშვილს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო მართვის აკადემიის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი ბაქოში სამუშაო ვიზიტის დასასრულს, აზერბაიჯანის სახელმწიფო მართვის აკადემიაში სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდა. რის შემდეგაც საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მოწვეული სტუმრებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ორი სახელმწიფოს პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივაზე გაამახვილა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აზრბაიჯანს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო და აზერბაიჯანი არა მხოლოდ თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით, არამედ ერთმანეთს ავსებენ და ახალ შესაძლებლობებს უხსნიან.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება იმ ფართომასშტაბურ ენერგო და სატრანსპორტო პროექტებზე გაამახვილა, რომელსაც საქართველო აზერბაიჯანთან ერთად ახორციელებს; მათ შორის, საუბარი შეეხო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის პროექტებს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, TANAP-ისა და TAP-ის გაზსადენებს, ასევე ახალი აბრეშუმის გზის პროექტს.





ფირნიშები

სხვა ამბები

სირიის ქალაქ ალ-ბაბთან ტერორისტულ თავდასხმას 60 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ქალაქ ალ-ბაბთან არსებულ გამშვებ პუნქტ სუსიანში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ავტომობილში აფეთქებულ ბომბს 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. დაწვრილებით  

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს [Video]

სამართალდამცავებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 34 წლის ზ.ბ. და 48 წლის, წარსულში ნასამართლევი რ.გ., ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

პლიტვიცეს ტბები - ათასობით გაყინული ჩანჩქერის სამყარო ხორვატიაში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 25.03.17
10:00-13:00
Cloudyfrom east-southeast3°C0.7m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom south6°C1.0m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom south6°C1.0m/s
0mm
კვირა 26.03.17 13:00-19:00
Fairfrom southeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 27.03.17 10:00-16:00
Light rain showersfrom north11°C1.9m/s
0.7mm
სამშაბათი 28.03.17 10:00-16:00
RainNNW8°C4.8m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31