09:53:03

ფირნიშები
Share |

თეა წულუკიანი დეკრეტულ შვებულებაში გავიდა

იუსტიციის მინისტრი დეკრეტულ შვებულებაში გავიდა. სამინისტროს ცნობით, მომდევნო ორი თვის განმავლობაში თეა წულუკიანის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე შეასრულებს.

ალექსანდრე ბარამიძე 2012 წლის ოქტომბრიდან − საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ხოლო 2013 წლის ნოემბრიდან პირველი მოადგილის პოსტს იკავებს. ამასთან, ალექსანდრე ბარამიძე იუსტიციის სამინისტროს საპარლამენტო მდივანია.

ალექსანდრე ბარამიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და იურიდიული ფაკულტეტები. მან ტრენინგები გაიარა ამერიკული და საერთაშორისო სამართლის ცენტრსა (პლანო, ტეხასის შტატი) და ადვოკატთა ეროვნულ ინსტიტუტში (ლუისვილი, კოლორადოს შტატი). იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობის დაკავებამდე იყო ადვოკატი საერთო სპეციალობით. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს მედიასამართალში, საერთაშორისო სამართალსა და ადვოკატთა უნარ-ჩვევებში.

თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრად პირველად 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაინიშნა.



სხვა ამბები

მე ემიგრანტი ვარ: მოდის 81 სელებრითის ვიდეომიმართვა დონალდ ტრამპს [Video]

შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ შემოღებული ემიგრანტთა საწინააღმდეგო აკრძალვის საპასუხოდ, პოპულარული ამერიკული მოდის ჟურნალმა - W, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც სამოდელო ბიზნესში მოღვაწე ცნობილი სახეები, მათ შორის ადრიანა ლიმა, ანია რუბიკი და დაიან ფონ ფიურშტენბერგი სოლიდარობას უცხადებენ ემიგრანტებს.

დაწვრილებით  

„შევაჩეროთ სიკვდილი საქართველოს გზებზე“ - საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნით აქცია გაიმართება

25 მარტს, 13:00 საათზე, თბილისში პარლამენტის წინ სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით საგზაო უსაფრთხოების აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, „საგზაო კრიმინალის და სიკვდილიანობის შესამცირებლად საჭიროა სახელმწიფოს დროული რეაგირება“.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.02.18
14:00-18:00
Fairfrom east-southeast9°C1.3m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east8°C1.1m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast6°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom southwest6°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31