08:13:43

Share |

ლიბიის ოპოზიციამ რუსეთს მიმართა სამხედრო დახმარების მოთხოვნით

ლიბიის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედი ოპოზიციური მთავრობა, რომელიც ეწინააღმდეგება დედაქალაქ ტრიპოლიში მყოფ გაეროს მხარდაჭერით მოქმედ მთავრობას, რუსეთს თავდაცვის სფეროში დახმარების თხოვნით მიმართა.

ლიბიელთა განცხადებით, მათ რუსეთისგან უკვე მიიღეს მხარდაჭერის დაპირებები.

„ჩვენი ოფიცრების უმეტესობამ წრთვნა რუსეთში გაიარა, ბევრი მათგანი რუსულად ლაპარაკობს და მათ ასევე იციან რუსული სამხედრო აღჭურვილობის გამოყენება“, - ამის შესახებ რუსულ საინფორმაციო საგენტო „რია ნოვოსტის“ აღმოსავლეთ ლიბიის ქალაქ ტობრუკში მყოფი ოპოზიციური ხელისუფლების პარლამენტის პრესმდივანმა, აგილა სალეჰმა განუცხადა. სალეჰმა პირობა დადო, რომ ისლამისტების წინააღმდეგ მებრძოლი ოპოზიციური მთავრობის ჯარი, რომელსაც ხალიფა ჰაფთარი ხელმძღვანელობს, ნავთობით მდიდარ მიწებსა და პორტებს ხელში ჩაიგდებს, რომელთაც ამ ეტაპზე ტრიპოლის ხელისუფლება აკონტროლებს.

ჰაფთარი გასულ წელს ორჯერ ჩავიდა მოსკოვში, სადაც რუსეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა. სალეჰის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებული ცნობა, რომ მას არ გაუგზავნია ჯარები ეგვიპტეში ლიბიის აღმოსავლეთ საზღვართან, ოპოზოციური მთავრობის მხარდასაჭერად.



ფირნიშები

სხვა ამბები

16 - 17 აპრილს თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვები დაწესდება

16-17 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვები დაწესდება.

დაწვრილებით  

ილია მეორე - ჩვენ აქ ვლოცულობთ და მორწმუნე ადამიანები ციხეში არიან და არჩევენ ბოროტ საქმეებს

აი, ახლა, ჩვენ აქ ვლოცულობთ, ვკითხულობთ ანდრია კრიტელის კანონს და ჩვენი მორწმუნე ადამიანები სადღაც ციხეში არიან და არჩევენ ბოროტ საქმეებს, - ეს განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გუშინ სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას გააკეთა. 

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 26.04.17
12:00-18:00
Cloudyfrom east-southeast9°C3.2m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east-southeast10°C2.6m/s
0mm
ხუთშაბათი 27.04.17 12:00-18:00
Fairfrom east12°C2.7m/s
0mm
პარასკევი 28.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east13°C1.8m/s
0mm
შაბათი 29.04.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast12°C0.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31