08:13:48

Share |

დავით კირვალიძე პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა

დავით კირვალიძე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის განკარგულებას გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

დავით კირვალიძე ამერიკული ორგანიზაცია CNFA-ის დირექტორთა საბჭოს წევრია. CNFA აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო პროექტებს 20-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. 2006 წლიდან დღემდე CNFA-მ საქართველოში 10-მდე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. დავით კირვალიძე არის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წლების განმავლობაში იგი კითხულობდა ლექციებს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, აშშ-საქართველოს ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტსა და მერილენდის უნივერსიტეტში (აშშ).

ბიძინა ივანიშვილმა დავით კირვალიძე სოფლის მეურნეობის მინისტრად 2012 წლის 8 ოქტომბერს, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასთან ერთად წარადგინა. კირვალიძემ თანამდებობა 2013 წლის მაისში დატოვა. მისი გადადგომის მიზეზი, კორუფციის ბრალდებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს 10 მაღალჩინოსნის დაკავება გახდა. მოგვიანებით, გამოძიების შედეგად მათი კორუფციაში მონაწილეობა არ დადასტურდა.



ფირნიშები

სხვა ამბები

პრეზიდენტმა 91 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 62 სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 29-ს კი სასჯელი შეუმცირდა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დაწვრილებით  

პარლამენტმა მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის შემოღებათან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით, 89 ხმით დაამტკიცა. „საგზაო მოძრაობის“ შესახებ კანონი 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით,  ორი თვის განმავლობაში სამინისტრო მოქალაქეებს კანონში ასახულ ცვლილებებს დაწვრილებით განუმარტავს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 26.04.17
12:00-18:00
Cloudyfrom east-southeast9°C3.2m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east-southeast10°C2.6m/s
0mm
ხუთშაბათი 27.04.17 12:00-18:00
Fairfrom east12°C2.7m/s
0mm
პარასკევი 28.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east13°C1.8m/s
0mm
შაბათი 29.04.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast12°C0.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31