01:59:56

Share |

ერდოღანმა ნიდერლანდებს ბრალი სრებრენიცას ხოცვა-ჟლეტაში დასდო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიდერლანდებს ბრალი 1995 წლის ივლისში, ყოფილ იუგოსლავიაში, ბოსნიის ომისას სრებრენიცას ხოცვა-ჟლეტაში დასდო, რაც თურქეთ-ნიდერლანდების დიპლომატიური დაპირისპირების მორიგი შემთხვევაა.

14 მარტს ტელევიზიით გამოსვლისას ერდოღანმა განაცხადა, რომ ნიდერლანდური ხასიათი გატყდა ხოცვა-ჟლეტის დროს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უმძიმესი მასობრივი სიკვდილიანობა იყო. ერდოღანი ლაპარაკობდა ბოსნიის ომის დროს ბოსნია-ჰერცეგოვინაში სერბეთის საზღვართან მდებარე ქალაქ სრებრენიცაში სერბების მიერ რვა ათასზე მეტი მუსლიმი მამაკაცისა და ბიჭის დახოცვაზე. აღნიშნულ არეალში გაეროს მსუბუქად შეიარაღებული სამშვიდობო კონტიგენტი იყო განთავსებული, რომელიც ჰოლანდიელებით იყო დაკომპლექტებული. სამშვიდობო ჯარმა ვერ გაუგო მოწინააღმდეგის ზეწოლას და თავიდან ვერ აიცილა ხოცვა-ჟლეტა.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ერდოღანის განცხადებას „აუტანელი ისტორიული სიყალბე უწოდა“.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა წინა დღეებში ნიდერლანდის მთავრობას „ნაცისტების გადმონაშთი“ და „ფაშისტები“ უწოდა, რადგან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს ქალაქ როტერდამში ჩასვლისა და თურქეთის ხელისუფლების მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.



ამ თემაზე:

ჰოლანდიის პოლიციამ ერდოღანის მხარდამჭერი მიტინგი როტერდამში ძალის გამოყენებით დაშალა

ფირნიშები

სხვა ამბები

უკრაინაში აფეთქების შედეგად 8 მაღაროელი დაიღუპა

დასავლეთ უკრაინაში მდებარე ერთ-ერთ მაღაროში მომხდარი მეთანის აფეთქებისა და ნგრევის შედეგად სულ მცირე 8 მაღაროელი დაიღუპა. ლვოვის რეგიონში მდებარე ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ინციდენტის შედეგად 20 მაღაროელი დაკარგულად ითვლება. დაწვრილებით  

ჰიტლერის პირადი ტელეფონი 243 ათას დოლარად გაიყიდა [Photos]

ერთ-ერთი ამერიკული საგამოფენო სახლის ინფორმაციით, აუქციონზე 243 ათას დოლარად გაიყიდა ტელეფონი, რომლითაც ნაცისტური გერმანიის ლიდერი, ადოლფ ჰიტლერი მგზავრობისას სარგებლობდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

პლიტვიცეს ტბები - ათასობით გაყინული ჩანჩქერის სამყარო ხორვატიაში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 25.03.17
10:00-13:00
Cloudyfrom east-southeast3°C0.7m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom south6°C1.0m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom south6°C1.0m/s
0mm
კვირა 26.03.17 13:00-19:00
Fairfrom southeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 27.03.17 10:00-16:00
Light rain showersfrom north11°C1.9m/s
0.7mm
სამშაბათი 28.03.17 10:00-16:00
RainNNW8°C4.8m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31