01:59:29

Share |

ვხედავთ, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელები ხალხისგან უცხოვდებიან – მარგველაშვილი

„ნელ-ნელა ვხედავთ, პოლიტიკური ელიტები როგორ უცხოვდებიან არამარტო ხალხისგან, არამედ სხვა მაღალი თანამდებობის პირებთანაც ასეთი ურთიერთობა უჩნდებათ - „შენ თუ ჩემ პოზიციას არ იზიარებ, არ მაინტერესებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თელავში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

„პოლიტიკურ ხელმძღვანელებს ნელ-ნელა ავიწყდებათ, რომ განსხვავებულ აზრს უნდა მოუსმინონ, რომ განსხვავებული შეხედულება თავისთავად არ არის დაპირისპირება, არ არის შეურაცხმყოფელი. რომ არ მოხდეს იზოლირება, საჭიროა, რომ შტოები აბალანსებდნენ ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც ხალხი მიანიჭებს მანდატს, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. მეტიც, მგონია, ქართველ ხალხს არ უნდა წაგვართვან იმის უფლება, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ ვინ იქნება პრეზიდენტი და გადავწყვიტოთ არა მარტო პრეზიდენტი, თავიდან ბოლომდე მთელი ვერტიკალი ჩვენ დავაკომპლექტოთ“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

 საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში, 13 მარტს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა. პრეზიდენტის განმარტებით, კამპანია კონსტიტუციის დამტკიცებამდე, ცვლილებების განხილვის პროცესში, საერთო სახალხო ჩართულობას გულისხმობს.



 

 


ფირნიშები

სხვა ამბები

გინესის ჩინელი რეკორდსმენი კიბეზე თავით ავიდა [Video]

მსოფლიოს უცნაური და სახალისო რეკორდების ყოველკვირეულ პოპულარულ იტალიურ შოუში (Lo Show Dei Recordi) მორიგი უჩვეულო გინესის რეკორდი დაფიქსირდა - ჩინელმა აკრობატმა ლუნლონ ლიმ თავზე მდგარმა კიბის 36 საფეხური აიარა.

დაწვრილებით  

წნორში „ცოდნის კაფეში“ ჩაისა და ყავის საფასურის გადახდა ლექსით იქნება შესაძლებელი

მსოფლიო პოეზიის დღესთან დაკავშირებით, 20-21 მარტს, წნორში მდებარე „ცოდნის კაფეში“ ყავისა და ჩაის საფასურის გადახდა ლექსით იქნება შესაძლებელი. „ცოდნის კაფეს“ დამფუძნებლის ნანა ბაგალიშვილის თქმით, ყავისა და ჩაის შეკვეთის შემდეგ სტუმრები ექსპრომტად მოფიქრებულ ლექსს ფურცელზე დაწერენ, რომელიც მათი შეკვეთის საფასური იქნება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

პლიტვიცეს ტბები - ათასობით გაყინული ჩანჩქერის სამყარო ხორვატიაში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 25.03.17
10:00-13:00
Cloudyfrom east-southeast3°C0.7m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom south6°C1.0m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom south6°C1.0m/s
0mm
კვირა 26.03.17 13:00-19:00
Fairfrom southeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 27.03.17 10:00-16:00
Light rain showersfrom north11°C1.9m/s
0.7mm
სამშაბათი 28.03.17 10:00-16:00
RainNNW8°C4.8m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31