06:05:28

ფირნიშები
Share |

პრეზიდენტი - არცერთმა პარტიამ არ უნდა ილაპარაკოს ხალხის სახელით ისე, რომ ხალხს არ დაეკითხოს [Video]

საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა. პრეზიდენტის განმარტებით, კამპანია კონსტიტუციის დამტკიცებამდე, ცვლილებების განხილვის პროცესში, საერთო სახალხო ჩართულობას გულისხმობს.

მისი განცხადებით, კონსტიტუციის სულისკვეთება საქართველოს თითოეული მოქალაქის თანხმობაა ძირითადი თამაშის წესების შესახებ.

„არაერთხელ გადასინჯულა კონსტიტუცია საქართველოში. ჩვენ ეს ვიცით და ეს გადასინჯვები იყო ჩვეულებრივ დახურულ კარს მიღმა, ერთი რომელიღაცა პოლიტიკური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე. არცერთ შემთხვევაში, არცერთმა პოლიტიკოსმა, არცერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გადაწყვიტოს ის, რომ უკვე როდესაც ხელისუფლებაშია, ხალხის სახელით ილაპარაკოს ისე, რომ ხალხს არ დაეკითხოს.

მე არა მგონია, რომ ქართველ ხალხს უნდა წაგვართვან იმის უფლება, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ ვინ იქნება პრეზიდენტი და ჩვენ გადავწყვიტოთ არამარტო პრეზიდენტი, თავიდან ბოლომდე მთელი ვერტიკალი ჩვენ დავაკომპლექტოთ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

სტუდენტის კითხვაზე, თუ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს, ვის დარჩება ის უფლებები, რომელიც პრეზიდენტს აქვს საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებში მოსამართლეთა კვოტებთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა განმარტა:

„თუ ვინმე დაიწყებს ამ ფუნქციებზე მსჯელობას, ეს ფუნქციები აუცილებლად უნდა იყოს ისე შექმნილი, იქ არ რჩებოდეს იმის შთაბეჭდილება, რომ ერთი პოლიტიკური ძალის ხელშია ყველაფერი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ეხება თქვენ მიერ დასმულ საკითხს მოსამართლეების თაობაზე, ეს ეხება ასევე მეორე მნიშვნელოვან ფუნქციას, რაც გააჩნია პრეზიდენტს კონსტიტუციით და ეს არის მთავარსარდლის ფუნქცია. რომ გავყვეთ ამ დეტალებს, ჯარი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური. მეც მაინტერესებს ამ საკითხებზე როგორ ჩამოყალიბდებიან ჩვენი კონსტიტუციონალისტები“.

პრეზიდენტი კამპანიის ფარგლებში ჩასვლას ყველა რეგიონში გეგმავს.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.



სხვა ამბები

თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქებისას ქაბულში ხუთი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა აფეთქებისას, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა სამინისტროს შენობების ახლოს მოაწყო. დაწვრილებით  

თბილისში მოქალაქეს იარაღის მუქარით ავტომანქანა და ოქროს ნივთები გასტაცეს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ყაჩაღობის, გამოძალვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2 პირი 21 წლის ნ.მ. და გ.რ. დააკავეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
10:00-12:00
Rainfrom east-southeast18°C0.6m/s
0.9mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east19°C1.0m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east22°C2.0m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast24°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.3m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31