12:11:16

ფირნიშები
Share |

ყველა ვინც ჩართული იყო ვანდალიზმში კანონის მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს - კახა კალაძე

ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენები მართული პროცესი იყო. მისივე თქმით, ყველა ის პიროვნება, ვინც ჩართული იყო ვანდალიზმში, აუცილებლად, კანონის მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს.

„გუშინ რაც მოხდა, ეს იყო ვანდალიზმი. რაც შეეხება ორგანიზატორებს, ​ალბათ, კითხვები უნდა დაუსვათ იმ ადამიანებს, რომლებიც ვანდალიზმს მთელი საღამოს განმავლობაში, მთელი ღამის განმავლობაში სოლიდარობას უცხადებდნენ, აკეთებდნენ განცხადებებს, რომ ქალაქებში, რეგიონებში შეკრებილიყვნენ და სოლიდარობა გამოეცხადებინათ ვანდალიზმისთვის. ეს არის ძალიან მძიმე. რა თქმა უნდა, შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ ყველა მიმართულებით. გამოძიება დაწყებულია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა დამნაშავე კანონის წინაშე მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მან სამართალდამცავებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.



სხვა ამბები

ბანკის დაყაჩაღებისთვის ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ სერვის-ცენტრზე ყაჩაღობის მიზნით თავდასხმისთვის ბრალდებულ დიმიტრი გოლავას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაწვრილებით  

ბათუმში განვითარებული მოვლენები გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს - სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ბათუმში, 11 მარტს განვითარებული მოვლენები გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და გადაიზარდა დაპირისპირებაში, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლისა დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 21.08.17
16:00-18:00
Clear skyfrom east29°C2.6m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east28°C2.6m/s
0mm
სამშაბათი 22.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east28°C2.1m/s
0mm
ოთხშაბათი 23.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east28°C3.0m/s
0mm
ხუთშაბათი 24.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east25°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31