04:00:59

ფირნიშები
Share |

ოპოზიცია არ უნდა ეძებდეს არეულობის შექმნის შესაძლებლობებს - ევროპული საქართველო

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ მძიმე ვითარებაში პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ოპოზიცია არ უნდა ეძებდეს არეულობის შექმნის შესაძლებლობებს და არ უნდა იყენებდეს ამ პროცესებს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად.

მოძრაობა გმობს 11-12 მარტს ბათუმში მომხდარ ძალადობრივ აქტებს. მათი განცხადებით, ქაოსის მთავარ მიზეზებს შორისაა მძიმე სოციალური ფონი, პატრულის შესუსტება, კრიმინალის ზრდა, ხელისუფლების მართული ძალადობრივი ჯგუფების გამოყენება და პოლიტიკური ძალადობის წახალისება.

„ეს ვანდალური პროტესტი, რომელიც პოლიციის მანქანების დაწვასა და კერძო საკუთრების და საჯარო ქონების განადგურებაში გადაიზარდა, ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას და ჩრდილს აყენებს მშვიდობიანი პროტესტის ტრადიციას, როგორც ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ლეგიტიმურ ინსტრუმენტს.

გუშინდელი ძალადობა, ასევე მასზე ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატური პასუხი, ზოგიერთ შემთხვევაში ძალის გადამეტება, ძირითადად კი სრული უმოქმედობა, არის ივანიშვილის მთავრობის ხუთწლიანი მმართველობის შედეგი. მძიმე სოციალური ფონი, გაძვირებული ცხოვრება, ასევე ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ივანიშვილის და არა ხალხის სამსახური, სუს-ის უპასუხისმგებლო და უკონტროლო ქმედებები, პატრულის შესუსტება, კრიმინალის ზრდა, ხელისუფლების მართული ძალადობრივი ჯგუფების გამოყენება და პოლიტიკური ძალადობის წახალისება არის იმ მთავარ მიზეზებს შორის, რომლებმაც გუშინდელი ქაოსი გამოიწვია.

მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპულ საქართველოს მიაჩნია რომ ამ გაურკვეველ და მძიმე ვითარებაში პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ოპოზიცია არ უნდა ეძებდეს არეულობის შექმნის შესაძლებლობებს და არ უნდა იყენებდეს ამ პროცესებს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად. სწორედ ამიტომ ევროპულ საქართველოს არც ერთ ეტაპზე სოლიდარობა არ გამოუცხადებია ძალადობრივი პროტესტისთვის.

ყველამ უნდა გაიგოს, რომ ძალადობრივი სცენარები არ არის სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესში და მხოლოდ აძლიერებს უპასუხისმგებლო ხელისუფლებას და ჩრდილს აყენებს მისი შეცვლის ერთადერთ უალტერნატივო გზას - დემოკრატიულ არჩევნებში მოქალაქეთა მაღალი აქტივობით ქართული ოცნების დამარცხებას“, - ნათქვამია ევროპული საქართველოს განცხადებაში.



 

სხვა ამბები

15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, 15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. დაწვრილებით  

ასოციაცია „თუში მეცხვარის“ ხელმძღვანელი ზურაბ მურთაზაშვილი გარდაიცვალა

27 აპრილს, ასოციაცია „თუში მეცხვარის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ახმეტის საკრებულოს წევრი, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე ზურაბ მურთაზაშვილი გარდაიცვალა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 19.01.18
08:00-12:00
Cloudyfrom west-southwest0°C2.5m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom west7°C1.7m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest3°C2.7m/s
0mm
შაბათი 20.01.18 12:00-18:00
Fairfrom south-southeast5°C0.7m/s
0mm
კვირა 21.01.18 12:00-18:00
Fairfrom north6°C0.5m/s
0mm
ორშაბათი 22.01.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-northeast6°C0.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31