01:40:41

ფირნიშები
Share |

საქართველო არის ქვეყანა, სადაც ოპოზიციის ნაწილი არად დაგიდევს ქვეყნის სტაბილურობას - პრემიერი

„საქართველოში არის აბსოლუტურად დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი, რომელიც არად დაგიდევს ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი მოქალაქეების უფლებას, იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

გიორგი კვირიკაშილი ვიცე-პრემიერ კახი კალაძესთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან ერთად ბათუმის პოლიციის სამმართველოში შეხვედრას მართავს.

„შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი, რომ ეს არის ქვეყანა, რომელშიც არის ძალიან კონსტრუქციული, ქვეყნის მოყვარული მთავრობა, რომელიც ზედმიწევნით იცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და სტაბილურობას. ასევე, ეს არის ქვეყანა, რომელშიც არის აბსოლუტურად დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი, რომელიც არად დაგიდევს ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი მოქალაქეების უფლებას, იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში და იყენებს ყველაზე სათუთ გრძნობებსაც კი იმისთვის, რომ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს. ეს არის სიმართლე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანია „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, ოღონდაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

არეულობა ბათუმში 11 მარტს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „ბათუმი-პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მიერ ორი მოქალაქის დაკავებით დაიწყო. მათი გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვდნენ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას. მოგვიანებით პროტესტი არეულობაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის და კერძო პირების  კუთვნილ ავტომობილებს. დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა.





სხვა ამბები

საქობოს საბავშვო ბაღიდან საავადმყოფოში გადაყვანილი ყველა ბავშვი სახლში გაწერეს

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღის 11 აღსაზრდელი, რომლებიც სიღნაღის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, სახლში გაწერეს. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით, აგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციამ საქობოს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი სამი დღით შეაჩერა.

დაწვრილებით  

IRI-ის კვლევით რესპონდენტთა 47% ქვეყანაში მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

IRI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა 47% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. კერძოდ, კითხვაზე „რა მიგაჩნიათ საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ პრობლემად“ გამოკითხულთა 47% პასუხობს, რომ მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31