18:44:09

ფირნიშები
Share |

პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ჩართული იყო ბათუმში მომხდარ ძალადობაში - ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მმართველი პარტიის განცხადებით, კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი ყველამ, ვინც ჩართული იყო ბათუმში მომხდარ ძალადობაში. მათივე თქმით, უნდა დაადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხიც, ვინც მოვლენების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სცადა.

„ვგმობთ 11 და 12 მარტს ბათუმში მომხდარ ვანდალურ ქმედებებს, რომლითაც აქციის მონაწილე აგრესიულმა ჯგუფებმა დაზიანება მიაყენეს მშვიდობიან მოქალაქეებს, პოლიციელებს, ასევე სახელმწიფო და კერძო საკუთრებას.

მთავრობა არსებულ ვითარებას მიუდგა მაღალი პასუხისმგებლობით, თავიდან აიცილა ვითარების გამწვავება და გამოიყენა პროპორციული ზომა, რის შედეგადაც ბათუმში, პოლიციამ რამდენიმე საათში აღკვეთა ძალადობა და აღადგინა საზოგადოებრივი წესრიგი.

მოძალადეთა ჯგუფი დაკავებულია. სამართალდამცავები აგრძელებენ მუშაობას და კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი ყველამ, ვინც ჩართული იყო ამ ძალადობაში.

ასევე, უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხიც, ვინც პოლიტიკური მიზნებისთვის სცადა გამოეყენებინა, ორგანიზება გაუწია ან ხელი შეუწყო მიმდინარე მოვლენებს. როგორც არ უნდა ეცადონ საქართველოს მტრები და „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად განწყობილი ლიდერები არეულობის დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში, ეს აღარასდროს მოხდება.

აჭარის მოსახლეობასთან და მთავრობასთან ერთად, ჩვენ დავიცავთ სიმშვიდეს და გავაგრძელებთ განვითარებას. ქალაქი მალე დაუბრუნდება ჩვეულ ფორმას და დაზარალებულები მიიღებენ სათანადო მხარდაჭერას ხელისუფლებისგან“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.





 

სხვა ამბები

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 51 წლის მამაკაცი დააკავეს. დაწვრილებით  

ქაბულში თავდასხმების შედეგად დაიღუპა 16 და დაიჭრა 40-ზე მეტი ადამიანი

ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა და 44 დაიჭრა ქვეყნის დედაქალაქ ქაბულში მოწყობილი ორი თავდასხმის შედეგად, რომლებიც თვითმკვლელმა მოიერიშეებმა მოაწყვეს, მათზე პასუხისმგებლობა კი ექსტრემისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 19.08.17
23:00-00:00
Fairfrom west-northwest22°C1.1m/s
0mm
კვირა 20.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east27°C2.6m/s
0mm
ორშაბათი 21.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east27°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 22.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east26°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31