21:44:58

ფირნიშები
Share |

პრეზიდენტმა კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ დაიწყო. კამპანიის მიზანი კონსტიტუციის პროექტის განხილვის პროეცესში საერთო-სახალხო ჩართულობის უზრუნველყოფაა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კამპანია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს დაეხმარება და კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საზოგადოების მოსაზრებებს გააცნობს.

„დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი, როდესაც კონსტიტუციის უაღრესად მნიშვნელოვან თითოეულ მუხლზე მუშაობს, არ ფიქრობს პარტიული პოზიციიდან, არ ფიქრობს რაღაც სხვა ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ფიქრობს ერთადერთზე - თუ რის წაკითხვას მოინდომებდა ქართველი ხალხი ამა თუ იმ მუხლში, მათ ვეხმარებით იქიდან გამომდინარე, რომ ვაწვდით ქართული საზოგადოების მოსაზრებებს იმაზე, თუ რა გვინდა რომ ჩვენ ვიხილოთ კონსტიტუციაში. ჩვენ ასევე ვეხმარებით კომისიას იმ თვალსაზრისით, რომ მომავალი პროექტის განხილვის პროცესში, ქართული საზოგადოება ბევრად უფრო მობილიზებული, ორგანიზებული და გათვითცნობიერებული იქნება საკონსტიტუციო საკითხებში და ბევრად უფრო კვალიფიციურ დიალოგში შევა მომავალი პროექტის განხილვისას. ასე, რომ ჩვენ დღეს ვიწყებთ თანხმობის პროცესს. პროცესს რომელიც მიგვიყვანს საბოლოოდ იმ მიზნამდე, რომ კონსტიტუციაზე, რომელიც იწყება სიტყვებით - „ჩვენ საქართველოს მოქალაქენი“, ხელის მომწერი იქნება ქართული საზოგადოება და ქართველი ხალხი”, - განაცხადა პრეზიდენტმა. 



სხვა ამბები

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით თბილისში გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება

დღეს, ევროპის მოედანზე, სპეციალურად ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით მოწყობილი ინსტალაციის - საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე ბენდები, ოპერის ქალთა გუნდი და ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით.

დაწვრილებით  

ზოგიერთ დარღვევაზე მართვის მოწმობის ქულების ჩამოკლება არ გავრცელდება

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის თავდაპირველ ვარიანტში ცვლილებების შეტანა იგეგმება. პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით, მართვის მოწმობებზე ქულების ჩამოკლება ისეთ დარღვევებს შეეხება, როგორიცაა - სიჩქარის გადაჭარბება, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა ან მანქანის იმ პირისთვის გადაცემა, ვინც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 27.09.17
02:00-06:00
Rainfrom east13°C2.9m/s
0.7mm
06:00-12:00
Light rainfrom northeast12°C0.9m/s
0.7mm
12:00-18:00
Rainfrom east12°C0.2m/s
1.2mm
18:00-00:00
Rainfrom east-southeast12°C2.2m/s
3.6mm
ხუთშაბათი 28.09.17 12:00-18:00
Heavy rainfrom east9°C3.5m/s
10.2mm
პარასკევი 29.09.17 12:00-18:00
Light rainfrom east8°C2.6m/s
0.5mm
შაბათი 30.09.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom southwest10°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31