21:44:09

ფირნიშები
Share |

გერმანია რუსეთს მოუწოდებს არ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტის ახალ შეიარაღებაში

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა რუსეთი განახლებული შეიარაღების შესახებ გააფრთხილა, რაც აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტს უკავშირდება და მოუწოდა კრემლს, შეამციროს შეიარაღებული ძალების რაოდენობა.

9 მარტს მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ზიგმარ გაბრიელმა აღნიშნა, რომ ის და მისი რუსი კოლეგა შეთანხმდნენ, რომ საჭიროა დიალოგის გაგრძელება ე.წ. „ნორმანდიულ ფორმატში“, რომელიც რუსეთს, უკრაინას, გერმანიასა და საფრანგეთს აერთიანებს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების მიზნით.

გერმანიამ დაახლოებით 4000 ჯარისკაცი გაგზავნა NATO-ს იმ სამხედრო ქვედანაყოფში, რომელიც ალიანსის გადაწყვეტილებით ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთშია განაწილებული მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმართულმა აგრესიამ გაზარდა საშიშროება, რომ რუსეთს შესაძლოა ბალტიის რეგიონშიც სურდეს თავისი ექსპანსიური ინტერესების გატარება.

სერგეი ლავროვმა გადაჭრით უარყო ბრალდება, თითქოს რუსეთი არაპროპორციულად ზრდიდეს სამხედრო ძალებს თავის დასავლეთ საზღვრებზე. ამასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღიარა, რომ NATO-მ და რუსეთმა დაიწყეს ინფორმაციის ფრთხილად გაცვლა სამხედრო წვრთნების თაობაზე.

მოსკოვში ჩასვლამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა მოწოდებით, განახლდეს NATO-რუსეთის საბჭოს რეგულარული შეხვედრები. გასულ კვირას, სამწლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთმა და ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა მაღალი რანგის სარდლების დონეზე პირველად გამართეს სატელეფონო საუბარი. ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მნიშვნელოვანი უწოდა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ პეტრ პაველისა და რუსეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ ვალერი გერასიმოვის სატელეფონო საუბარს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო 2014 წელს NATO-მ კრემლთან ურთიერთობა გაწყვიტა.



სხვა ამბები

„საიდუმლო სანტას“ კამპანიის დროს საახალწლო საჩუქრები დაიკარგა

საქართველოს ფოსტის ინფორმაციით, საახალწლო კამპანიის „საიდუმლო სანტას“ მიმდინარეობის დროს საჩუქარები დაიკარგა, რის გამოც გამოძიება მიმდინარეობს.

დაწვრილებით  

მიწის რესგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2018 წლის 1-ელ ივლისამდე გრძელდება

მიწის რესგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2018 წლის 1-ელ ივლისამდე გრძელდება. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მიწის დასარეგისტრირებლად მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 27.09.17
02:00-06:00
Rainfrom east13°C2.9m/s
0.7mm
06:00-12:00
Light rainfrom northeast12°C0.9m/s
0.7mm
12:00-18:00
Rainfrom east12°C0.2m/s
1.2mm
18:00-00:00
Rainfrom east-southeast12°C2.2m/s
3.6mm
ხუთშაბათი 28.09.17 12:00-18:00
Heavy rainfrom east9°C3.5m/s
10.2mm
პარასკევი 29.09.17 12:00-18:00
Light rainfrom east8°C2.6m/s
0.5mm
შაბათი 30.09.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom southwest10°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31