08:55:23

Share |

CIA-ს აზრით „ვიკილიქსმა“ ამერიკელი მოქალაქეები და სახელმწიფო ინტერესები საფრთხის წინაშე დააყენა

შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო (CIA) აცხადებს, რომ „ვიკილიქსმა“ ათასობით საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნებით საფრთხის წინაშე დააყენა ამერიკელი მოქალაქეების სიცოცხლე და სახელმწიფო ინტერესები.

„ამერიკის საზოგადოება ძალიან უნდა წუხდეს „ვიკილიქსის“ გამო, რომელიც დოკუმენტების გასაჯაროებით, ყოველ ჯერზე, ზიანს აყენებს სადაზვერვო სტრუქტურების შესაძლებლობას დაიცვას ამერიკელები ტერორისტებისა და სხვა მტრებისაგან“, - განაცხადა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა ჰეთერ ფრიც ჰორნიაკმა.

საერთაშორისო ინტერნეტ-რესურს „ვიკილიქსის“ მიერ 7 მარტს გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ფრანკფურტში მდებარე აშშ-ის საკონსულო სადაზვერვო მოქმედებების ცენტრს წარმოადგენდა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მასშტაბით.

„ვიკილიქსმა“ ცხრა ათასამდე დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლებიც მისი განმარტებით, CIA-ის კიბერდაზვერვის ცენტრისგან მიიღო. ეს დოკუმენტები, სავარაუდოდ, აშშ-ის კიბერდაზვერვის ინსტრუქციების ნაწილია. დოკუმენტების ავთენტურობის დადასტურება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება, თუმცა ექსპერტები, რომლებმაც უკვე დაიწყეს დოკუმენტების შესწავლა, ვარაუდობენ, რომ ისინი ნამდვილია.



ფირნიშები

სხვა ამბები

ჰაკერებმა გამოცემა „გურია ნიუსის“ ვებ-გვერდი გატეხეს

ჰაკერებმა გამოცემა „გურია ნიუსის“ ვებ-გვერდი გატეხეს და ბაზები წაშალეს. მედია ორგანიზაციის განცხადებით, ვებ-გვერდზე ჰაკერშტევა ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. დაწვრილებით  

მძღოლს, რომელმაც 9 წლის გოგონა იმსხვერპლა პატიმრობა შეეფარდა

22 მარტს, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურის მოთხოვნას პატიმრობის შეფარდებაზე თავად ბრალდებულიც დაეთანხმა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 30.03.17
13:00-18:00
Clear skyfrom east-northeast10°C1.6m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom northeast11°C0.3m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 12:00-18:00
Light rainfrom east-southeast14°C1.2m/s
0.9mm
შაბათი 01.04.17 12:00-18:00
Cloudyfrom east3°C0.4m/s
0mm
კვირა 02.04.17 10:00-16:00
Rainfrom southeast4°C0.6m/s
1.4mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31